სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

გახდით SEU-ს საერთაშორისო ჰაკათონის მონაწილე

11 აპრილი
Zoom.us

SEU სტუდენტებს გაძლევთ შესაძლებლობას გახდეთ ჰაკათონის მონაწილე, რომელიც საერთაშორისო ექსპერტების მხარდაჭერით ჩატარდება 11 აპრილს, ზუმის პლატფორმის საშუალებით.

ონლაინ ჰაკათონი, სადაც SEU-ს სტუდენტებს სხვა სტუდენტებთან ერთად საშუალება მიეცემათ ჯგუფური მუშაობის პრინციპით მოახდინონ ბიზნეს იდეის პროტოტიპირება, გამოიმუშაონ კრეატიული აზროვნება და მიიღონ იდეის ბიზნეს გეგმად ჩამოყალიბების გამოცდილება.

პროექტი British Council-ის ფინანსური მხარდაჭერით და ბრიტანული კომპანია Advantage Creative -ის ტექნიკური უზრუნველყოფით მიმდინარეობს.

26 მარტს ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან, სადაც მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას ჰაკათონში მონაწილეობის შესახებ.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია 2021 წლის 29 მარტამდე შემდეგ ბმულზე.

შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ SEU-ს საერთასორისო ურთიერთობების სამსახურს [email protected]

Message body empty