სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ბიზნეს სამართლის სიმპოზიუმი

22 მაისი
12:00

SEU-ს ორგანიზებით, 22 მაისს 12 საათზე, ბიზნეს სამართლის კვლევის განვითარების პროექტის ფარგლებში გაიმართება ბიზნეს სამართლის სიმპოზიუმი - "ბიზნეს სამართლებრივი გარემო ბოლოდროინდელი და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად".

ღონისძიების ფარგლებში მოწვეული ექსპერტების მიერ განხილული იქნება ბოლო პერიოდში განხორციელებული და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდეს ბიზნეს სამართლებრივი გარემოს ფორმირებაზე.

ღონისძიება განკუთვნილია როგორც სამართლის, ისე ბიზნესის სფეროს წამომადგენლებისთვის. სიმპოზიუმის ლაივის ნახვა შესაძლებელი იქნება SEU-ს ფეისბუქ გვერდზე.

სიმპოზიუმზე განხილული იქნება თემები:

ბიზნეს დავები და დავას გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები

  • ირაკლი ყანდაშვილი - სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე;
  • ჯაბა გველებიანი - საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი.

შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი

  • ბექა ფერაძე - მთავარი შრომის ინსპექტორი;
  • რაისა ლიპარტელიანი - საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე.

საქართველოს შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებები - მნიშვნელოვანი სიახლეები ბიზნესისთვის

  • ნიკოლოზ აბუთიძე - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე;
  • ლიკა კლიმიაშვილი - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის; შრომისა და დასაქმების პოლიტიკისა და კოლექტიური შრომითი დავების სამმართველოს უფროსი.

მეწარმეთა შესახებ საქართველოს ახალი კანონი, ახალი სამართლებრივი რეალობა, გამოწვევები და შესაძლებლობები ბიზნესისთვის

  • გიორგი გიგუაშვილი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საკანონმდებლო ჯგუფის კერძო სამართლის მიმართულების კოორდინატორი;

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი, ახალი სამართლებრივი რეალობა, გამოწვევები და შესაძლებლობები ბიზნესისთვის.

Message body empty