სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ონლაინ ღია კარის დღე

03 აგვისტო

SEU გიწვევთ 6 აგვისტოს, 18:00 საათზე, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ონლაინ ღია კარის დღეზე! პროგრამის ხელმძღვანელი, ლექტორები, სტუდენტები და კურსდამთავრებულები გაგაცნობენ პროგრამას, სასწავლო რესურსებს და უპასუხებენ ყველა თქვენს კითხვას.

ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს თანამედროვე მედია სტანდარტების შესაბამისი, თეორიული ცოდნისა და პროფესიული უნარების მქონე პრაქტიკოსი ჟურნალისტი, რომელსაც განუვითარდება ჟურნალისტური ხედვა და პროფესიული აზროვნება.

თქვენ გაიგებთ:

  • რა საგნებს ისწავლით
  • ვინ იქნებიან თქვენი ლექტორები
  • რომელ უნივერსიტეტში შეგიძლიათ გაცვლითი პროგრამით წასვლა
  • რა დამატებითი სასწავლო რესურსები აქვს პროგრამას
  • რას გთავაზობთ დასაქმების მიმართულებით
  • ვინ არიან ჩვენი პარტნიორები და სხვა. 

 შეხვედრაზე დასასწრებად გაირეთ რეგისტრაცია: https://bit.ly/3fmFjMp

Message body empty