სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სტუდენტური ონლაინ კონფერენცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის აქტუალურ საკითხებზე

09 აგვისტო
10:30

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) ორგანიზებით, ასევე, საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით, 9 აგვისტოს, 10:30 საათზე გაიმართება სტუდენტური ონლაინ კონფერენცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის აქტუალურ საკითხებზე.

ონლაინ კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება სტუდენტთა ხედვა და მომზადებული ნაშრომები შემდეგ თემებზე:

ონლაინ კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტთა ხედვა და მომზადებული ნაშრომები შემდეგ თემებზე:

  • პერსონალური მონაცემების დაცვა ვიდეოთვალთვალის განხორციელებისას;
  • პერსონალური მონაცემების დაცვა შრომით ურთიერთობებში - ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე;
  • მონაცემთა უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
  • მედია საშუალებების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება;
  • სახის ამომცნობი სისტემების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება;
  • მობილური აპლიკაციების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება;
  • მობილური აპლიკაციების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება Tik-Tok-ის მაგალითზე.

კონფერენციაზე დასწრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიღების მიზნით გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ბმულს:

https://www.facebook.com/events/219964006713671/?ref=newsfeed

Message body empty