სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ოქსფორდის უნივერსიტეტის ქართული პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სემინარების სერია

15 ოქტომბერი

გაცნობებთ, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტის გლობალური და დარგობრივი მეცნიერებების სკოლის ქართული პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია ონლაინ სემინარები, რომლებშიც მონაწილეობას იღებენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის "საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების" ერთობლივ კვლევით კონკურსში გამარჯვებული პროექტები.

სემინარები გაიმართება ოქსფორდის უნივერსიტეტის გლობალური და დარგობრივი მეცნიერებების სკოლის ქართული პროგრამის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს რუსეთის, ევრაზიისა და აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელი მეცნიერებების განყოფილების ერთ-ერთ დარგობრივ პროგრამას და მისი მიზანია: 

  • სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, მათ შორის თანამედროვე ისტორიაში, საქართველოს შესახებ კვლევისა და კვლევის კოორდინირების ხელშეწყობა;
  • უმასპინძლოს პოსტდოქტორანტებს საქართველოდან ერთ წლამდე ვადით;
  • ორგანიზება გაუწიოს სემინარებს და სხვა შეხვედრებს ქართული თემატიკით და ფართო საზოგადოებას გააცნოს მომხსენებლები საქართველოდან;
  • გაერთიანებულ სამეფოში და მის ფარგლებს გარეთ ქართული კვლევების პროფილის ამაღლება სხვადასხვა მიმართულებების მქონე უნივერსიტეტებთან ურთიერთობის გზით;
  • საქართველოსთან დაკავშირებული მასალებისა და წყაროების, განსაკუთრებით ბოდლიანის ბიბლიოთეკის კოლექციების პოპულარიზაცია საქართველოსა და რეგიონში.

სემინარები ჩატარდება 25 ნოემბრამდე Zoom პლატფორმის საშუალებით. 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.  

Message body empty