სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

კიბერუსაფრთხოების ცნობის ამაღლება

16 ნოემბერი

ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო ტრადიციას შეუერთდა და წელს პირველად, კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიაში ჩაერთო.

საქართველოს ეროვნული ბანკი, საგანმანათლებლო პლატფორმა "ფინედუ", საბანკო ასოციაციისა და ხუთი კომერციული ბანკის - თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკის, ბაზისბანკის, კრედო ბანკისა და პაშა ბანკის ჩართულობითა და მხარდაჭერით, კიბერუსაფრთხოების თემაზე წარმოგიდგენთ მორიგ ონლაინ ვებინარს.

ონლაინვებინარის თემაა: "კიბერუსაფრთოხება #COVID19 - ის დროს", რომელიც 16 ნოემბერს, 16:00 საათზე გაიმართება.

მომხსენებლები ისაუბრებენ COVID-19 - ის პანდემის დროს კიბერუსაფრთხოებისა და ღია ბანკინგის მნიშვნელობაზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.


სპიკერები: 

  • მარიამ კვარაცხელია - საქართველოს ეროვნული ბანკი
  • მიშა კაპანაძე - საქართველოს საბანკო ასოციაცია
  • გიორგი კინწურაშვილი - საქართველოს ბანკი
  • ზაზა გაბაშვილი - პაშა ბანკი
  • მეგი ბესტაევა - ბაზისბანკი
  • ლაშა შიშნიაშვილი - კრედო ბანკი
  • მიხეილ ბენდიაშვილი - თიბისი ბანკი


ვებინარის საშუალებით, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ პანდემიის პერიოდში დაფიქსირებულ კიბერუსაფრთხოების შემთხვევებს, ახალ შესაძლებლობებსა და ამ სფეროში მიმდინარე გამოწვევებს.

შეიტანე წვლილი. #იყავიკიბერფრთხილი

დარეგისტრირდი

Message body empty