სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU უმასპინძლებს ლექციათა ციკლს ტურიზმის სფეროს შესახებ

17 ნოემბერი

17, 24  ნოემბერსა და 1 დეკემბერს 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს მოწვეული ლექტორი ნატალია გლოვაჩკა შემოგვთავაზებს ლექციათა ციკლს ტურიზმის სფეროს შესახებ. კერძოდ:

  • 17 ნოემბერი, 17:00, სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის ქოლგის ქვეშ - საერთაშორისო პერსპექტივა;
  • 24 ნოემბერი, 17:00, სტუმართმოყვარეობის მენეჯმენტი - 21-ე საუკუნეში;
  • 1 დეკემბერი, 17:00, სასტუმროს მთავარი მენეჯერის ერთი დღის ცხოვრება.

პროფესორი ნატალია გლოვაჩკა არის ტურიზმის მენეჯმენტის კურსის მოწვეული პროფესორი SEU-ში. იყო მთავრობასთან ურთიერთობის წარმომადგენელი  და კორპორატიული მენეჯერი, ამჟამად კი არის ვარშავის ლაზარსკის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ლექტორი.

პროფესორი ნატალია ფლობს გამოყენებითი ენათმეცნიერების მაგისტრის ხარისხს, ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტიდან, ის საუბრობს ოთხ ენაზე და აქვს სტიპენდია თანმიმდევრული და ერთდროული ინტერპრეტაციის განხრით, იოჰან გუტენბერგის უნივერსიტეტიდან. პროფესორი ნატალია სწავლობდა HR ბიზნესს პარტნიორობას ვარშავის ეკონომიკის სკოლაში და მუშაობდა HR ბიზნეს პარტნიორად,ოპერაციის დირექტორად და გაყიდვების მენეჯერად  City Park Hotel &Residence პოზნანში.

გარდა კარიერული მიღწევებისა, ის დაინტერესებულია ფსიქოლოგიით, ჟურნალისტიკით და ხელოვნებით. ის არის ასევე მოხალისე მწვრთნელი არაკომერციული ორგანიზაციისთვის,Dress For Success Worldwide.


დარეგისტრირდი

Message body empty