29 ნოემბერს, 6 და 13 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU უმასპინძლებს ალკალას უნივერსიტეტის (ესპანეთი) პროფესორის და SEU-ს მოწვეული ლექტორის მიგელ კამბას საჯარო ლექციებს საერთაშორისო ტურიზმის განვითარების საკითხებზე. ლექციები ტარდება ესპანური კულტურისა და ენის ცენტრ „იბერიას“ ხელშეწყობით.
მიგელ კამბა გახლავთ ალკალის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის დოქტორი. ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი (MBA), ალკალის უნივერსიტეტის პროფესორი ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით. მიგელი 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია ეკონომიკისა და ჯანდაცვის საკითხებში, ასევე არის ბიზნესის მართვის ექსპერტი. სხვადასხვა წლებში იყო: გუადალახარას ბიზნესმენთა კონფედერაციის გენერალური მდივანი, ბიზნესისა და ინოვაციების ევროპული ცენტრის გენერალური დირექტორი და ესპანეთის ყველაზე დიდი ჰოისპიტლების "Ramon y Cajal"-სა და "Virjen de la candelaria"-ის დირექტორი.
ლექცია გაიმართება სინქრონული თარგმანით - ქართულ ენაზე.
დარეგისტრირდი