სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საჯარო ლექცია - გენდერული ძალადობის ფსიქო-სოციალური ასპექტები

29 ნოემბერი
17:00

29 ნოემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU უმასპინძლებს საჯარო ლექციას ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გენდერული ძალადობის შესახებ, რაც განსაზღვრულია, როგორც ფიზიკური, მენტალური, ფსიქოლოგიური ან სოციალური ზემოქმედება, რომელსაც ახორციელებენ ქალებზე.

ქალთა მიმართ ძალადობა არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლების შეზღუდვა. თანამედროვე საზოგადოებაში, ქალთა მიმართ ძალადობის და ფემიციდის მზარდი ტენდენცია ვლინდება, რაც შესაძლოა ქალებში მძიმე ფსიქო-სოციალური პრობლემების განმსაზღვრელად მივიჩნიოთ. 

საჯარო ლექცია - გენდერული ძალადობის ფსიქო-სოციალური ასპექტები:

  • გენდერული ძალადობა, როგორც ფსიქოლოგიური ტრავმა;

  • მოძალადის და მსხვერპლის ფსიქოლოგიური, ქცევითი მახასიათებლები;

  • ძალადობის ციკლი;

  • მსხვერპლის შეგრძნებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მის თანამშრომლობას სამართალდამცავ ორგანოებთან;

  • სახელმწიფო სერვისების როლი ძალადობის მსხვერპლთა დახმარება/გაძლიერების პროცესში; 

საჯარო ლექციას ჩაატარებენ: მარიამ გვილავა - ფსიქოლოგი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, SEU-ს ასისტენტ-პროფესორი და ინა შანავა - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, SEU-ს ასოცირებული პროფესორი.

დარეგისტრირდი

Message body empty