სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საჯარო ლექცია თემაზე - ენერგიის უფლება

06 დეკემბერი
11:00

6 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში უმასპინძლებს პირველ საჯარო ლექციას თემაზე - ენერგიის უფლება.

საჯარო ლექცია შეეხება სამართლის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და განვითარებად დარგს - ენერგეტიკის სამართალს და მის თანამედროვე გამოწვევებს. კერძოდ, განხილული იქნება ენერგიის უფლების (right to energy) აღიარების პერსპექტივები როგორც საერთაშორისო, ისე ქართულ საკანონმდებლო სივრცეში. ძირითადი დისკუსია დაეფუძნება ენერგიის ხელმისაწვდომობის საკითხს და მის  სინერგიებს მდგრადი განვითარებისა და სამართლიანი ენერგორეგულირების პრინციპებთან. ლექციის ფარგლებში შედარებითსამართლებრივი ანალიზის მიზნით ასევე გააზრებული იქნება ენერგიის უფლების კავშირი წყლზე უფლებასთან (right to water) მიმართებით, როგორც ერთგვარი წინაპირობა სხვა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებისათვის.

  • სპიკერი: ირაკლი სამხარაძე - SEU-ს ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი.

ღონისძიება ჩატარდება ჰიბრიდულად, SEU-ში,  ამავე დროს  განხორციელდება ლაივ ჩართვა SEU-ს უნივერსიტეტის FB გვერდზე.

ადგილზე  მონაწილეობის მიღების უფლება პირს აქვს იმ შემთხვევაში, თუ აქვს „მწვანე სტატუსი“, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

დარეგისტრირდი

Message body empty