სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

კინოჩვენება გენდერული თანასწორობის შესახებ

06 დეკემბერი
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, წინანდლის 9 16:00

6 დეკემბერს, 16:00 საათზე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში უმასპინძლებს კინოჩვენებას გენდერული თანასწორობის შესახებ. ნაჩვენები იქნება ფილმი "გენდერული თანასწორობა/On the Basis of Sex". 

თქვენ იხილავთ ახალგაზრდა იურისტის (მოგვიანებით ა.შ.შ. უმაღლესი სასამართლოს მოსამართლის) რუთ გინზბურგის შთამბეჭდავ სამართლებრივ დავას გენდერული თანასწორობის შესახებ. გინზბურგი კარგი მაგალითია შემართებისა და შრომისმოყვარეობის.

მისი ცხოვრების ისტორია ამტკიცებს, რომ ბრძოლას, სირთულეების მიუხედავად ყოველთვის აქვს აზრი! ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია.

კინოჩვენებას მოდერაციას გაუწევს ანა ფირცხალაშვილი -  SEU-ს პროფესორი, ვიცე-რექტორი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით.

ადგილზე კვირეულში მონაწილეობის მიღების უფლება პირს აქვს იმ შემთხვევაში, თუ აქვს „მწვანე სტატუსი“, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

დარეგისტრირდი

Message body empty