სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იწყებს „პერსონალური მონაცემების დაცვის ელჩების“ პროექტის მეორე ნაკადში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღებას.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს, როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურიდან.
როგორ უნდა გახდე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩი“?
2021 წლის 22 დეკემბრამდე, გადაიღე და ქვემოთ მითითებულ ელ. ფოსტაზე, შენს რეზიუმესთან ერთად გამოგზავნე სამოტივაციო ვიდეო - თუ რატომ გინდა გახდე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩი“. გაიარე შესარჩევი ეტაპები წარმატებით და მონაწილეობა მიიღე პროექტში, რომელიც უნიკალურ გამოცდილებას გპირდება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა ელ. ფოსტაზე - elchebi@stateinspector.ge უნდა წარმოადგინონ:
საუკეთესო კანდიდატები გამოვლინდებიან განაცხადების გადარჩევისა და გასაუბრების გზით (გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად).
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ ბმული: