სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საქართველოს ბანკი აცხადებს ლიდერატორის რიგით მეექვსე სტუდენტურ პროგრამას

20 იანვარი

ლიდერატორი მიმდინარე წელს კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს და საუკეთესო სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის მიღებას აცხადებს 15 პროგრამაზე, რომლებიც ბანკის მასშტაბით 45 სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს, მათ შორის: ინფორმაციული ტექნოლოგიები, მონაცემთა ანალიტიკა, ოპერაციათა მენეჯმენტი, რისკების მართვა, ფინანსები, მარკეტინგი, ადამიანური კაპიტალის მართვა, საცალო, SME, კორპორაციული, საინვესტიციო თუ პრემიალური საბანკო მომსახურება.

ლიდერატორი თქვენი შესაძლებლობაა, იპოვოთ საკუთარ ინტერესებზე და სასწავლო გრაფიკზე მორგებული, ანაზღაურებადი სტუდენტური პროგრამა და მიიღოთ მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება.

ლიდერატორის პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღება და განაცხადის გამოგზავნა შეგიძლიათ აქ - Lideratori.bog.ge

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 6 თებერვალი. 

21 იანვარს საქართველოს ბანკი გეპატიჟებათ გაცნობითი ხასიათის ონლაინ ვებინარზე, რომლის ფარგლებშიც ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე, მენეჯმენტის გუნდის წევრები ინფორმაციული ტექნოლოგიების, რისკების მართვისა და ადამიანური კაპიტალისა და მომხმარებელთა კმაყოფილების მართვის მიმართულებით და სტუდენტური პროგრამის მონაწილეები მოგიყვებიან ლიდერატორის შესახებ, გაგიზიარებენ თავიანთ რეკომენდაციებსა და გამოცდილებას.

ვებინარზე დასასწრებად დარეგისტრირდით 20 იანვრის ჩათვლით 

დარეგისტრირდიიხილეთ დეტალურად

Message body empty