საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაში ”SEU ISOC W-2022” მონაწილეობის მიღება შეუძლია ავტორიზებული უნივერსიტეტების ყველა საფეხურის სტუდენტს, მედიცინის მიმართულებით.
დარეგისტრირდი
კონფერენციაში მონაწილეობის მიღების პირობები:
- სტუდენტმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს მოცემულ ბმულზე არაუგვიანეს 2022 წლის 1 მარტისა;
- ნაშრომის აბსტრაქტი შესრულებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული უნივერსტეტი SEU-ს საკონფერენციო ნაშრომის შესრულების სტანდარტების მიხედვით;
- აბსტრაქტის მოცულობა 100-300 სიტყვა;
- აბსტრაქტი შესრულებული უნდა იყოს ორ ენაზე: ქართული და ინგლისური.
კონფერენციაზე ნაშრომების წარმოდგენა აუცილებელია პრეზენტაციის სახით. ნაშრომი შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე. მიიღება, როგორც ინდივიდუალური, ასევე თანაავტორობით შესრულებული ნაშრომები (არაუმეტეს 2 თანაავტორისა. გამონაკლისი შესაძლებელია, დაშვებულ იქნას ინტერდისციპლინარული ნაშრომის შემთხვევაში).
- მონაწილეს ან თანაავტორებს შეუძლიათ, წარადგინონ მხოლოდ ერთი მოხსენება;
- თანაავტორის არსებობის შემთხვევაში რეგისტრაციისას მიუთითეთ ორივე ავტორის სახელი და გვარი;
- მიუთითეთ თემის სახელწოდება;
- სტუდენტურ ნაშრომს (გარდა დოქტორანტებისა) უნდა ჰყავდეს სამეცნიერო ხელმძღვანელი, რომელიც არის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი;
- მონაწილეთა ნაშრომები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს აკადემიური კეთილსინდისიერების სტანდარტს;
- ნაშრომების აბსტრაქტები გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს საკონფერენციო მოხსენებათა აბსტრაქტების კრებულში;
- კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული ან/და ინგლისური.
კონფერენციაზე რეგისტრაციის ვადა:
- რეგისტრაცია არაუგვიანეს 2022 წლის 1 მარტისა;
კონფერენციის ჩატარების თარიღი:
- 2022 წლის 9 მარტი ონლაინ, Zoom-ის პლატფორმა.
კითხვები, კონფერენციის თაობაზე მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: conference@seu.edu.ge;
კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა და დასწრება თავისუფალია.
კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო ნაშრომების აბსტრაქტები გამოქვეყნდება კონფერენციის მოხსენებათა აბსტრაქტების კრებულში.