1 მარტს 21:00 საათზე, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU გამართავს შეხვედრას კალიფორნიის უნივერსიტეტ ბერკლის (UC Berkeley) საერთაშორისო პროგრამების დირექტორ ჯენი კორნეტ-კარილოსთან.
ჯენი ისაუბრებს ბერკლიში SEU-ს სტუდენტებისთვის სემესტრის გატარების შესაძლებლობებზე, სტუდენტებს გაუზიარებს პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო ინფორმაციას და უპასუხებს მათ შეკითხვებს.
SEU-სა და UC Berkeley-ს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემურანდუმის საფუძველზე, SEU-ს სტუდენტებს ექსკლუზიური საშუალება ეძლევათ, სემესტრი ბერკლის კამპუსში გაატარონ და ცოდნასთან ერთად, საუკეთესო გამოცდილება მიიღონ.
დამატებითი ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს მეილზე: iro@seu.edu.ge