სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს კურსდამთავრებულის წიგნის „ფსიქოპათოლოგიის ბუნება - რა განაპირობებს ფსიქიკურ აშლილობას“ პრეზენტაცია

04 აპრილი
წინანდლის ქუჩა N9, მეტრო 300 არაგველის მიმდებარედ 16:00

4 აპრილს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში გაიმართება SEU-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულის - ლილი ნაკანის წიგნის „ფსიქოპათოლოგიის ბუნება -  რა განაპირობებს ფსიქიკურ აშლილობას“ პრეზენტაცია.

ეს არის ვრცელი ნაშრომი, რომელშიც აღწერილი და განხილულია რამდენიმე სახის  ფსიქიკური მდგომარეობა. ნაშრომში წარმოდგენილი ძირითადი ინფორმაცია აქამდე აღწერილი მდგომარეობების ანალიზს არ ეყრდნობა, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მასში განხილულია აქამდე უცნობი ფსიქიკური პათოლოგიები და მათი განვითარების მიზეზები.

ნაშრომში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა გარკვეული ქიმიური ნივთიერებების გავლენას ადამიანის ფსიქიკასა და ორგანიზმზე. მედიკამენტოზური გვერდითი ეფექტების გამომწვევ მიზეზთა შესწავლა საშუალებას გვაძლევს სამომავლოდ სრულყოფილად ჩამოვაყალიბოთ ისეთი ფსიქიკური აშლილობის ანამნეზი, რაც აფერხებს ადამიანის გონებრივ განვითარებას და თრგუნავს მოქმედების პოტენციალს. მათ შორისაა: დაუნის სინდრომი, აუტიზმი, ექსტრაპირამიდული დარღვევები, მიზიდულობათა გაუკუღმართება და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ლილი ნაკანი ამჟამად არის ახალგაზრდა მეცნიერი, მოქმედი ფსიქოლოგი და აქტიურადაა ჩართული სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.

წიგნის პრეზენტაცია ჩატარდება SEU-ში, ახალ კამპუსში.

მისამართი: წინანდლის ქუჩა N9, მეტრო 300 არაგველის მიმდებარედ.

დარეგისტრირდი

Message body empty