1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ორგანიზებით, სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ბავშვთა ქორწინების საკითხებზე.
საჯარო ლექციის მიზანია, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება ბავშვობის ასაკში ქორწინების მიზეზების, ბავშვთა ქორწინების საზიანო შედეგების, სამართლებრივი რეგულაციების, საქართველოში არსებული მდგომარეობისა და ბავშვთა ქორწინების აღმოფხვრის მიზნით სახელმწიფოსა და საზოგადოების როლის შესახებ.
საჯარო ლექციაზე ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი და მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია. მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, მომხსენებლებს დაუსვან შეკითხვები.
მოსწავლეებს გადაეცემათ ბავშვთა ქორწინების თემატიკაზე შექმნილი წიგნები და საინფორმაციო მასალები.
დღის წესრიგი:
დრო: 15:00 საათი.
ღონისძიება ჩატარდება SEU-ს ახალ კამპუსში.
მის: თბილისი, წინანდლის ქუჩა N9, მეტრო 300 არაგველის მიმდებარედ.