სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სამეცნიერო მულტიდისციპლინარული კონფერენცია SEU MSC 2022

19 ივლისი
თბილისი, წინანდლის 9, მეტრო 300 არაგველის მიმდებარედ

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს სამეცნიერო მულტიდისციპლინარულ კონფერენციზე SEU MSC 2022 რეგისტრაცია დაიწყო!

მულტიდისციპლინალური კონფერენცია საშუალებას აძლევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს, მკვლევრებსა და დოქტორანტებს წარმოადგინონ სამეცნიერო ნაშრომები შემდეგი მიმართულებებით:

  • ბიზნესი, ტურიზმი, ეკონომიკა, ადმინისტრირება;
  • სამართალი;
  • საერთაშორისო ურთიერთობები;
  • ფსიქოლოგია;
  • ჟურნალისტიკა;
  • მედიცინა.

თარიღი: 19 ივლისი.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღების პირობები:

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს და მოცემულ ბმულზე: https://bit.ly/3NB7l5c არაუგვიანეს 2022 წლის 8 ივლისისა.

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური.

ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს სამეცნიერო ნაშრომის შესრულების სტანდარტის https://www.seu.edu.ge/ka/1423/  მიხედვით. საკონფერენციო ნაშრომის საბოლოო ვარიანტი წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2022 წლის 8 ივლისისა ელ. ფოსტაზე: [email protected]

მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე თანაავტორობით შესრულებული ნაშრომები.

მონაწილეს ან თანაავტორებს შეუძლიათ წარმოადგინოს მაქსიმუმ ერთი სამეცნიერო ნაშრომი.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება უფასოა.

კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს საკონფერენციო მოხსენებათა კრებულში, იმ შემთხვევაში, თუ ნაშრომი აკმაყოფილებს ჟურნალის მიერ დადგენილ სტანდარტებს. https://www.seu.edu.ge/ka/1533/

კონფერენცია ჩატარდება SEU-ს ახალ კამპუსში.

მის: თბილისი, წინანდლის 9, მეტრო 300 არაგველის მიმდებარედ.

კითხვები, კონფერენციის თაობაზე მოგწერეთ ელ-ფოსტაზე: [email protected]

კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

რეგისტრაცია და ნაშრომების მიღება დაშვებულია მხოლოდ დადგენილ ვადებში.

Message body empty