გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) აცხადებს კონკურსს სამაგისტრო სტიპენდიებზე გერმანიაში ეკონომიკისა და ბიზნესის სპეციალობების სტუდენტებისთვის.
სტიპენდიაზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ სტუდენტებს, რომელთაც უკვე დაასრულეს სწავლების პირველი საფეხური (მაგ.: ბაკალავრი) ეკონომიკის ან ბიზნესის მიმართულებით ან დაასრულებენ არაუგვიანეს სტიპენდიის დაწყების დროს.