გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) აცხადებს კონკურსს სამაგისტრო სტიპენდიებზე გერმანიაში ყველა სპეციალობის სტუდენტისათვის.
სტიპენდიაზე განცხადების შეტანა შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებმაც უკვე დაასრულეს სწავლების პირველი საფეხური (მაგ. ბაკალავრი) ან დაასრულებენ არაუგვიანეს სტიპენდიის დაწყების დროს.
დაფინანსების ხანგრძლივობაა 10-დან 24 თვემდე და დამოკიდებულია არჩეული კურსის ხანგრძლივობაზე. 2 წლიანი სასწავლო პროგრამების შემთხვევაში, შემდგომი დაფინანსება გაიცემა სწავლის პირველი წლის შემდეგ, თუ სტუდენტს ექნება აკადემიური მიღწევები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ წარმატებით დაასრულებს სწავლას, გონივრულ ვადებში.
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია, როგორც გერმანულ, ისე ინგლისურ ენაზე.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 28.10.2022
დამატებითი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე.
გერმანულ ენაზე: https://bit.ly/3AXHLmm
ინგლისურ ენაზე: https://bit.ly/3qssVzA