სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU WELCOME PARTY 2022

23 ოქტომბერი
18:00

23 ოქტომბერს, Underwheel Club - ში SEU WELCOME PARTY გაიმართება.

იხილეთ line up:

  • რეზო და ბავშვები 19:00 საათი 
  • ღამის შოუს ბენდი - 21:00 საათი
  • სპეციალურად SEU-ს სტუდენტებისთვის საქართველოში ჩამოვა და დაუკრავს ბერლინში მოღვაწე ცნობილი DJ - Stereo Express - 23:00 საათი
  • DJ Qasra - 01:00 - საათი

SEU WELCOME PARTY-ზე, დასწრება თავისუფალია 2020, 2021, 2022 წელს ჩარიცხული, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის. საჭიროა მხოლოდ QR კოდი, რომელიც ხელმისაწვდომია (emis.seu.edu.ge) სტუდენტის პირად გვერდზე.

ღონისძიებაზე შესვლა დაიწყება - 18:00 საათზე

მისამართი: მთაწმინდის პარკი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩა 9.

ძვირფასო სტუდენტებო, გთხოვთ გაითვალისწინეთ 23 ოქტომბერს, მთაწმინდის პარკის მიმართულებით, შესაძლებელია ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრასპორტით:ბარათაშვილის ქუჩიდან 390 ნომერი ავტობუსით, რესპუბლიკის მოედნიდან 364 ნომერი ავტობუსით, ასევე გადაადგილება შესაძლებელია საბაგიროთი (ფუნიკულიორი საბაგირო გზა) ღონისძიების დასრულებისას მთაწმინდიდან, ანდერვილიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება სეუ-ს მიერ ნაქირავები ავტობუსით თავისუფლების მოედნის მიმართულებით ასევე, სპეციალურად SEU-ს სტუდენტებისთვის, საბაგიროთი სარგებლობა შესაძლებელი იქნება 03:00 სთ-მდე.

ასევე გაითვალისწინეთ, თუ ფოტო არ გაქვთ SEU-ს ელექტრონულ ბაზაში ატვირთული, სავალდებულოა ანდერვილში შესვლის დროს წარადგინოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ID ბარათი) ან მართვის მოწმობა.

Message body empty