სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია ”SEU ISOC W-2023”

17 იანვარი

საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაზე - ”SEU ISOC W-2023“, რომელიც გაიმართება 17-18 იანვარს, რეგისტრაცია დაიწყო.

დარეგისტრირდი

საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაში ”SEU ISOC W-2023” მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ავტორიზებული უნივერსიტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტს შემდეგი მიმართულებებით:

  • ბიზნესი, ტურიზმი, ეკონომიკა, მართვა;
  • სამართალი;
  • საერთაშორისო ურთიერთობები;
  • ფსიქოლოგია;
  • ჟურნალისტიკა;
  • მედიცინა.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღების პირობები:

  • სტუდენტმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს ზემოთ მითითებულ ბმულზე არაუგვიანეს 2023 წლის 6 იანვრისა;
  • აბსტრაქტის მოცულობა 100-300 სიტყვა;
  • აბსტრაქტი შესრულებული უნდა იყოს ორ ენაზე: ქართული და ინგლისური,

კონფერენციაზე ნაშრომების წარმოდგენა აუცილებელია პრეზენტაციის სახით. ნაშრომი შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე.  მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე თანაავტორობით შესრულებული ნაშრომები (არაუმეტეს 2 თანაავტორისა. გამონაკლისი შესაძლებელია, დაშვებულ იქნას ინტერდისციპლინარული ნაშრომის შემთხვევაში).

  • მონაწილეს ან თანაავტორებს შეუძლიათ, წარმოადგინოს მხოლოდ ერთი მოხსენება;
  • თანაავტორის არსებობის შემთხვევაში რეგისტრაციისას მიუთითეთ ორივე ავტორის სახელი და გვარი;
  • მიუთითეთ თემის სახელწოდება;
  • სტუდენტურ ნაშრომს (გარდა დოქტორანტებისა) უნდა ჰყავდეს სამეცნიერო ხელმძღვანელი, რომელიც არის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი;
  • მონაწილეთა ნაშრომები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს აკადემიური კეთილსინდისიერების სტანდარტს;
  • ნაშრომების აბსტრაქტები გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს საკონფერენციო მოხსენებათა აბსტრაქტების კრებულში;
  • კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული ან/და ინგლისური.

კონფერენციაზე რეგისტრაციის ვადა:

  • რეგისტრაციის (აბსტრაქტის წარმოდგენის) ვადა ბმულზე არაუგვიანეს 2023 წლის 6 იანვრისა.
  • დასტურს კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ მიიღებთ მხოლოდ სრულყოფილად რეგისტრაციის (მათ შორის აბსტრაქტის წარმოდგენის) შემთხვევაში, არაუგვიანეს 10 იანვრისა.

კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2023 წლის 17-18 იანვარი

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმის (ადგილზე / ონლაინ) შესახებ ინფორმაცია გავრცელდება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ

კითხვები, კონფერენციის თაობაზე მოგწერეთ ელ-ფოსტაზე: [email protected];

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა და დასწრება თავისუფალია;

კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო ნაშრომების აბსტრაქტები გამოქვეყნდება კონფერენციის მოხსენებათა აბსტრაქტების კრებულში.

Message body empty