სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ზამთრის სკოლა „SEU ბაკურიანი 2022“

13 დეკემბერი

13-15 დეკემბერს, SEU-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის ჩატარდება ზამთრის სკოლა „SEU ბაკურიანი 2022“, რომელშიც მონაწილეობა უფასოა.

სამი დღის განმავლობაში, სტუდენტები და კურსდამთავრებულები მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას ბიზნეს/სტარტაპ იდეებზე მუშაობისა და პროექტების წერის/დამუშავების მიმართულებით

თემები:

  • იდეაცია და დიზაინ (შემოქმედებითი) აზროვნება;
  • მომხმარებელთა იდენტიფიცირება და customer persona შექმნა;
  • ბიზნეს მოდელი და ლინ მეთოდოლოგია;
  • Pitching techniques (ბიზნეს იდეის პრეზენტაცია/ტექნიკები);
  • პროექტის წერის ტექნიკები (პროექტის მიზნების განსაზღვრა, პროექტის დაგეგმვა და მართვა).

ზამთრის  სკოლის ფარგლებში ტრენინგს გაუძღვება თეონა ბებია - SEU-ს ტექ და სამეწარმეო ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

კურსის ბოლოს  მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

ზამთრის სკოლა არის უფასო და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია SEU-ს ყველა ფაკულტეტის სტუდენტებსა  და კურსდამთავრებულებს. მონაწილეთა შერჩევა მოხდება აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით, სამოტივაციო წერილის და გასაუბრების საფუძველზე.

პროგრამა:

  • ტრანსფერი - თბილისი-ბაკურიანი-თბილისი (13 დეკემბერი ჩასვლა - 16 დეკემბერი წამოსვლა);
  • განთავსება სასტუმროში - სასტურმო Grand Noel Bakuriani;
  • 3- ჯერადი კვება;
  • ზამთრის სკოლის ფარგლებში ინტერაქციული მეცადინეობები;
  • 15 დეკემბერი კულტურული პროგრამა.

რეგისტრაცია შესაძლებელია 3 დეკემბერის ჩათვლით. (ადგილები შეზღუდულია) 

დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით SEU-ს კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურს [email protected]

პროექტის მხარდამჭერია:

  • ქ. თბილისის მერია;
  • საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია (SOA);
  • საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია.

რეგისტრაციის ბმული

Message body empty