24 იანვარს, 13-დან 18 საათამდე SEU-ს ბიბლიოთეკაში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები და ლექტორები საჩუქრად მიიღებენ სახელმძღვანელოს -„საკონსტიტუციო მართლმსაჯულება“.
ნაშრომის ავტორები არიან SEU-ს პროფესორები: ანა ფირცხალაშვილი, ბესიკ ლოლაძე და ზურაბ მაჭარაძე.
სახელმძღვანელო გამოიცა SEU-ს მიერ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობის ფარგლებში.