სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

თანამედროვე უნარები და მომავლის პროფესიები ბიზნესში

26 ოქტომბერი
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ (წინანდლის 17) 19:00

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, გიწვევთ, სეუ-ს ბიზნესის მართვის სკოლისა და კარიერული განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებულ უფასო ტრენინგების კვირეულზე: „თანამედროვე უნარები და მომავლის პროფესიები ბიზნესში“.

ტრენინგების კვირეულის მიზანი, თანამედროვე ბიზნესში მიმდინარე ცვლილებებისა და გამოწვევების შესახებ, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ცნობიერების დონის ამაღლებაა.

ტრენინგების თემები:

„უკუკავშირის როლი თანამშრომლის განვითარების პროცესში“

სპიკერი: სალომე ზირაქაძე
ზოდი-ს ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ლექტორი.
შეხვედრის დრო და ადგილი: 26 ოქტომბერი, 19:00 საათი, სეუ-ს ახალი კამპუსის 3/17 აუდიტორია.

„Social Media საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია SEO & CRM - ის მნიშვნელობა ბიზნეს სექტორისთვის“

სპიკერი: ალექსანდრე ჩომახიძე
Gorgasalibr.com- პროექტის SEO & Social Media მენეჯერი, IT Academy Step Georgia - ინტერნეტ მარკეტინგის ლექტორი, სახელმწიფო აუდიტის სამსახური/State Audit Office-ის ინტერნეტ მარკეტინგის ტრენერი, Facebook Inc - UX Research & Ads Manager Research.

შეხვედრის დრო და ადგილი: 28 ოქტომბერი, 16:00 საათი, სეუ-ს ახალი კამპუსის 3/17 აუდიტორია.

„როგორ გამოვიმუშავოთ თანხა ინტერნეტით, ანუ ციფრული მარკეტინგის თანამედროვე გამოწვევები“

სპიკერი: გურამ შეროზია
მარკეტერი, ბლოგერი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ლექტორი.
შეხვედრის დრო და ადგილი: 29 ოქტომბერი, 19:00 საათი, სეუ-ს ახალი კამპუსის 3/17 აუდიტორია.

„როგორ გავყიდოთ ხელნაკეთი ნივთები გლობალურ ბაზარზე“

სპიკერი: ლევან მოლაშვილი
ამაზონის ექსპოჰაბის თანადამფუძნებელი, ამაზონის კოლეჯის თანადამფუძნებელი, კლაუსის დამფუძნებელი, ისრაელის ტექჰაბის კურსდამთავრებული, MBA ლუდვიგის უნივერსიტეტი ფრაიბურგში, ლიცენზირებული ტრეიდერი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ სეუ-ს ლექტორი.
შეხვედრის დრო და ადგილი: 29 ოქტომბერი, 13:00 საათი, სეუ-ს ახალი კამპუსის 3/17 აუდიტორია.

„ქოუჩინგი და მომავლის უნარები“

სპიკერი: გვანცა ბარაბაძე
პიროვნული და ორგანიზაციული განვითარების სპეციალისტი / ქოუჩი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ლექტორი.
შეხვედრის დრო და ადგილი: 30 ოქტომბერი, 13:00 საათი, სეუ-ს ახალი კამპუსის 2/01 აუდიტორია.

„კრეატივი - ყველაზე მოთხოვნადი კომპეტენცია და ბიზნესკრეატივის გამოწვევა“

სპიკერი: კოტე იანტბელიძე
კრეატიული კონსულტანტი, კრეატივის ტრენერი, პალიტრა მედია - Palitra Media-ის კრეატიული პროექტების ავტორი.
შეხვედრის დრო და ადგილი: 31 ოქტომბერი, 13:00 საათი, სეუ-ს ახალი კამპუსის 3/17 აუდიტორია.


„ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში და მომავლის პროფესიები“

სპიკერი: ნინო კოძახიძე
ლიბერთი ბანკის IT პროექტების მენეჯერი.
შეხვედრის დრო და ადგილი: 1-ლი ნოემბერი, 19:00 საათი, სეუ-ს ახალი კამპუსის 3/17 აუდიტორია.

სრული კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს გადმოგეცემათ სერტიფიკატი.

მონაწილეობისთვის აუცილებელია შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა

სარეგისტრაციო ფორმა

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით დამსაქმებლებთან, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტს  2 90 00 00 (27)

თამარ რობაქიძე, კარიერული განვითარების ცენტრის მენეჯერი.

Message body empty