სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საინფორმაციო შეხვედრა „დაიწყე კარიერა თეგეტაში“

23 მარტი
16:00

23 მარტს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა თეგეტა მოტორსის წარმომადგენლებთან, სადაც სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაძლებლობა დეტალურად გაეცნონ პროექტს „დაიწყე კარიერა თეგეტაში“.

პროექტის ფარგლებში მონაწილეები დაეუფლებიან ახალ პროფესიას და მიეცემათ საქართველოში ავტოინდუსტრიის ლიდერ კომპანიაში დასაქმების შანსი ისეთ პოზიციებზე, როგორიც არის მაგალითად: გაყიდვების კონსულტანტი, სექტორის მენეჯერი, სერვისის აღრიცხვის ოპერატორი და სხვა.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია სამუშაო გამოცდილების გარეშე.

სწავლის დასრულების შემდეგ წარმატებული კანდიდატები კომპანიისგან მიიღებენ სტიპენდიას, სიმბოლურ საჩუქრებს  და დასაქმდებიან „თეგეტა მოტორსის“ თბილისის სხვადასხვა ფილიალში.

სასწავლო კურსი ჩატარდება თბილისში   და სრულად დაფინანსდება თეგეტა მოტორსის მიერ.

საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა, 22 მარტის ჩათვლით  გთხოვთ, გაიაროთ ელექტრონული რეგისტრაცია:

დარეგისტრირდი

დრო: 16:00 საათი.

ადგილი:  SEU-ს ახალი კამპუსი, აუდიტორიის შესახებ წინასწარ მიიღებთ ინფორმაციას.

Message body empty