სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „კარიერული განვითარების საფეხურები და უახლესი ტენდენციები დასაქმების სფეროში“

03 აპრილი
13:00

3 აპრილს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში, კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „კარიერული განვითარების საფეხურები და უახლესი ტენდენციები დასაქმების სფეროში“.
საჯაროს ლექციას გაუძღვება „Advanced Audit and Consultin Company -AACC” - ის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი მირანდა გაბუნია, რომელსაც აქვს 10 წლიანი გამოცდილება  HR და ორგანიზაციული განვითარების სფეროში. შეხვედრისას განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • რას ექცევა ყურადღება დამსაქმებლის მიერ კანდიდატის რეკრუტინგისას;
  • როგორია ეფექტური რეზიუმე, რა უნდა გავითვალისწინოთ;
  • როგორ აფასებს კანდიდატს დამსაქმებელი გასაუბრებისას;
  • ეფექტური სხეულის ენა გასაუბრებებისას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის წარმატებული გასაუბრების პოტენციალს;
  • რა უნდა გავითვალისწინოთ დამსაქმებელთან კომუნიკაციისას და დასაქმების პირველ ეტაპზე;
  • შრომით სამართლებრივი ნორმები ახლად დასაქმებულთათვის, რა უნდა ვიცოდეთ შრომის კოდექსიდან, როგორია ჩვენი - როგორც დასაქმებულის უფლება.

შეხვედრა წარიმართება ინტერაქციის რეჟიმში, მონაწილეებს ექნებათ საშუალება დასვან მათთვის საინტერესო კითხვები და იმსჯელონ სხვადასხვა გადაწყვეტილებებზე.

საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

მონაწილეობის მიღების მსურველებმა გთხოვთ, 2 აპრილის ჩათვლით გაიაროთ ელექტრონული რეგისტრაცია ბმულზე: 

დარეგისტრირდი

დრო: 13:00 საათი.

ადგილი:  SEU-ს ახალი კამპუსი, აუდიტორიის შესახებ წინასწარ მიიღებთ ინფორმაციას.

Message body empty