კონკურსი „ვწერ თავისუფალ თემას“, ბატონი გია მურღულიას ავტორობითა და ინიციატივით, მრავალი წელია ტარდება. ხოლო 2021 წლიდან, კონკურსის ოფიციალური სპონსორი, ორგანიზატორი და განმახორციელებელია - „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ“.
კონკურსის მხარდამჭერები არიან:
კონკურსის საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებელი - საქართველოს პირველი არხი.
კონკურსი ტარდება საქართველოს მასშტაბით - განსაკუთრებული ჰუმანიტარული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენის, მათი პოტენციალის წარმოჩენისა და საზოგადოებისთვის უკეთ გაცნობის მიზნით.
ამასთან, კონკურსის მიზანია მოსწავლეებში სწავლისა და წიგნიერების მიმართ ინტერესის ამაღლება, ჰუმანურ ღირებულებებზე ორიენტირებული სამოქალაქო, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება.
აღნიშნული მიზნები სკოლის/მასწავლებლის ჩართვის გარეშე მიუღწეველია, შესაბამისად, კონკურსის შედეგებით, წარმატებულ მოსწავლეებთან ერთად, წახალისდებიან მათი სკოლები და მასწავლებლები.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასების მოსწავლეებს.
კონკურსი ტარდება 2 ტურად.
პირველ ტურში, კომპეტენტური ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო თხზულებათა ავტორი მოსწავლეები გადადიან მეორე - ფინალურ ტურში, სადაც გამოვლინდება გამარჯვებულები.
როგორც პირველ, ისე ფინალურ ტურში, მონაწილეებს ეძლევათ 10 თავისუფალი თემა, რომელთაგან მათ უნდა შეარჩიონ მხოლოდ ერთი და დაწერონ თხზულება. საკონკურსო თემატიკა: ლიტერატურა, რელიგია, ისტორია, ფილოსოფია, ხელოვნება.
კონკურსის ვადები
კონკურსის ტურებზე, კონკურსანტი უნდა გამოცხადდეს არაუგვიანეს 15 წუთით ადრე და თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
კონკურსის ჩატარების ადგილი
კონკურსის ტურები ჩატარდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს კამპუსში, მისამართზე: თბილისი, წინანდლის №9 (მეტრო 300 არაგველის მიმდებარედ).
კონკურსის ჟიური
კონკურსანტთა ნაშრომებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური, ფილოლოგიის დოქტორის - გია მურღულიას თავმჯდომარეობით. ჟიურის შემადგენლობაში მოწვეულნი იქნებიან საზოგადოებისთვის ცნობილი მწერლები, პუბლიცისტები, ხელოვნებათმცოდნეები, ფილოსოფოსები, ისტორიკოსები და მასწავლებლები.
SEU-ს საკონკურსო პრემია
2023 წლის კონკურსის სამი საუკეთესო თხზულების ავტორებს გადაეცემათ SEU-ს ფულადი ჯილდო:
ასევე, SEU დააჯილდოებს კონკურსის სამივე გამარჯვებულის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს - თითოეულს გადაეცემა 300 ლარი.
გამარჯვებულთა გარდა, ჟიური, ასევე, გამოავლენს სამი გამორჩეული თხზულების ავტორს (IV-VI ადგილი) და კონკურსში მონაწილე ოთხ წარმატებულ კონკურსანტს (VII-X ადგილი), რომლებსაც სამახსოვრო საჩუქრები და სპეციალური სერტიფიკატები გადაეცემათ.
დაჯილდოების ცერემონია
დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 2023 წლის 10 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ახალ კამპუსში.
კონკურსის ჟიურის მიერ შერჩეული თხზულებათა კრებული გამოიცემა 2023 წელს.