26 აპრილს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია გაიმართება თემაზე: "ადამიანის სიცოცხლის მიზანი - სახელისა და დიდების ფენომენი ანტიკურობიდან რუსთაველამდე".
შეხვედრის სპიკერი: ქეთევან ნიჟარაძე - მწერალი, SEU - ს ასოცირებული პროფესორი.
დრო - 16:00 საათი.
დასწრება თავისუფალია
სარეგისტრაციო ბმული - https://bit.ly/41Qjpa3
ზოგადი ინფორმაცია შეხვედრასთან დაკავშირებით:
კაცობრიობას მთელი თავისი არსებობის მანძილზე აწუხებს კითხვა ადამიანის სიცოცხლის აზრისა და მიზნის შესახებ. რა არის ის, რისთვისაც ღირს ამქვეყნად მოვლინება და რა შეიძლება გახდეს თითოეული ჩვენგანის ცხოვრების მიზანი. ყველა ეპოქამ, რელიგიამ თუ ცივილიზაციამ ამ კითხვას თავისებურად გასცა პასუხი. ეგვიპტური და მესოპოტამიური კულტურები უკვდავების მოპოვების ილუზიას სხვადასხვა საშუალებით ქმნიდნენ. ამ თვალსაზრისით თავისი ხაზი შემოგვთავაზა ანტიკურობამ, რასაც საფუძველი ჰომეროსის ეპოსმა დაუდო.
ჰომეროსი ფიზიკური უკვდავების ნაცვლად ქმნის ალტერნატიულ გზას, რომელიც უკვდავი სახელისა და დიდების - Κλέος - ის მოპოვების კონცეფციაში გამოიხატება. სახელის მოპოვების აუცილებლობა მხოლოდ ერთხელ დააყენეს ეჭვქვეშ მარკუს ავრელიუსმა და სტოიკოსებმა. პოსტანტიკურ სამყაროში კი, რენესანსის პერიოდში, ისევ დაბრუნდა ჰომეროსის კონცეფცია, რომელიც თავს იჩენს არა მხოლოდ ევროპულ, არამედ ქართულ სინამდვილეშიც, როდესაც შოთა რუსთაველი აცხადებს, რომ „სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა“ და მთელ პოემასაც ამ სულისკვეთებით განსჭვალავს.