სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ადამიანის უფლებების სამართლის კვირეული

09 დეკემბერი
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ (წინანდლის 17) 13:30

9 დეკემბერს, 13:30 – 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში საჯარო დისკუსიას მართავს თემაზე: „სასამართლო ხელისუფლების ძირითადი უფლებებით შეზღუდვის პრობლემები“.


საკვანძო საკითხებია:

  • საერთო სასამართლოების ძირითადი უფლებებით შეზღუდვის პრობლემები;
  • საკონსტიტუციო სასამართლოს როლი სახელმწიფოს ძირითადი უფლებებით შეზღუდვაში;
  • ძირითადი უფლებების განმარტების მნიშვნელობა სახელმწიფოს ძირითადი უფლებებით შეზღუდვისათვის.

მომხსენებლები:

  • სეუ-ს პროფესორი, სამართლის დოქტორი ბესიკ ლოლაძე;
  • სეუ-ს სტუდენტები - ვერონიკა კუცია და მარიამ ფხოველიშვილი.

კვირეულის მიზანია სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური ურთიერთგაცვლა.

კვირეულის დეტალური პროგრამა იხ. ფაილში:

კვირეულის პროგრამა 

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ტარდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID-PROLoG), ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.