სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

მართლწესრიგის ოფიცრების შეხვედრა SEU - ს სტუდენტებთან

15 მაისი
12:00

15 მაისს, SEU-ში კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართება მართლწესრიგის ოფიცრების გაცნობითი შეხვედრა.

ოფიცრები SEU - ს სტუდენტებს გააცნობენ საკუთარ საქმიანობას, ფუნქციებს და მოვალეობებს

„საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD)” შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს შსს-ს მიერ ინიცირებულ მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობას. აღნიშნული პროექტი ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

გაითვალისწინეთ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია

დასწრების მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია

დრო - 12:00 საათი.

რეგისტრაციის ბმული: https://bit.ly/3nm3zW5

შეხვედრის ადგილი:  SEU-ს ახალი კამპუსი, აუდიტორიის შესახებ წინასწარ მიიღებთ ინფორმაციას

Message body empty