სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სტუდენტები და მოსწავლეები ევროპული ღირებულებების გარშემო

10 მაისი
16:00

10 მაისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში სკოლის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებოსთვის გაიმართება ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება: „სტუდენტები და მოსწავლეები ევროპული ღირებულებების გარშემო“.

ღონისძიების ფარგლებში SEU - ს მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები განიხილავენ და მონაწილეებს გააცნობენ ევროპული პროექტის შექმნის თავდაპირველ იდეასა და საფუძვლებს.

სტუდენტები ისაუბრებენ არა მხოლოდ შუმანის დეკლარაციასა და ევროპის უნიფიკაციის გეგმაზე, არამედ პირველი ევროპული სადამფუძნებლო ხელშეკრულების ძირითად არსზე და სხვა.

სტუდენტები ასევე წარმოადგენენ, თუ როდის და როგორ აღინიშნება ევროპის დღე სხვადასხვა ევროპულ ორგანიზაციასა და სახელმწიფოებში და რა სიმბოლური თუ პრაქტიკული დარტვირთვა აქვს მას.

დრო: 16:00 საათი.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს - https://bit.ly/42dLmZZ 

Message body empty