იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ცხადდება კონკურსი ქართულ-გერმანულ საზაფხულო სკოლაში - “ევროპული კონსტიტუციური ღირებულებები ეროვნული, კონსტიტუციურ-სამართლებრივი წესრიგი“ მონაწილეობის მისაღებად.
ზაფხულის სკოლა ტარდება გერმანიის აკადემიური სამსახურის დაფინანსებით და პარტნიორი უნივერსიტეტების ორგანიზებით:
ზაფხულის სკოლა გაიმართება 24-29 ივლისს, თბილისში და მასში მონაწილეობას მიიღებენ გერმანელი და ქართველი პროფესორები და სტუდენტები.
ზაფხულის სკოლის მიზანია სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ევროპული ღირებულებების გაზიარება და მათთან სამართლებრივი სახელმწიფოს, დემოკრატიის და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხებზე დისკუსია.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ყველა, ავტორიზებულ უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტს.
სამუშაო ენა: ინგლისური
დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
საბუთები მიიღება: 1 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით.