SEU-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აბიტურიენტებს, სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს გიწვევთ ჟურნალისტიკის კვირეულზე, რომლის ფარგლებშიც თქვენთვის სპეციალურად მოწვეული ჟურნალისტიკის დარგის საუკეთესო და გამოცდილი პროფესიონალები ინტერაქტიურ საჯარო ლექციებს ჩაატარებენ.
დღე პირველი
- თემა: რას ნიშნავს იყო ჟურნალისტი
- სპიკერი: ჟურნალისტი მაკა ანთიძე (25-წლიანი სამუშაო გამოცდილება. წლები ხელმძღვანელობდა სააგენტო Reuters-ის კავკასიის ბიუროს, ამჟამად, არის „პროექტი 64“-ის მთავარი რედაქტორი)
- შეხვედრის დრო და საათი: 30 მაისი, 14:00 საათი
დღე მეორე
- თემა: პროფესია ოპერატორი
- სპიკერი: ოპერატორი დავით ჩხიკვიშვილი (28-წლიანი სამუშაო გამოცდილება. დავითმა კამერით მოიარა თითქმის ყველა ცხელი წერტილი: აფხაზეთი, ჩეჩნეთი, კოსოვო, ერაყი, მაკედონია, ავღანეთი, ყარაბაღი, უკრაინა და ათასობით მოვლენა აქვს გაშუქებული)
- შეხვედრის დრო და საათი: 31 მაისი, 14:00 საათი.
დღე მესამე
- თემა: ახალი ამბები სოციალური მედიის ეპოქაში
- სპიკერი: ჟურნალისტი გიორგი გოგუა (13-წლიანი სამუშაო გამოცდილება. მას არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცემასთან უთანამშრომლია. 2020 წელს მიღებული აქვს „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში”, National Geographic-ში გამოქვეყნებული სტატიისთვის „გზაზე“. გიორგი „მედიაჩეკერის“ მთავარი რედაქტორი და „პროექტი 64“-ის თანადამფუძნებელია).
- შეხვედრის დრო და საათი: 1 ივნისი, 14:00 საათი.
დღე მეოთხე
- თემა: როგორ იქმნება რეიტინგული ტელეპროდუქტი
- სპიკერი: მედიამენეჯერი და პროდუსერი გიორგი ხაბურზანია (23-წლიანი სამუშაო გამოცდილება. პოპულარული ქართული მეგაშოუების „ნიჭიერის“, „მასტერშეფის“, „საქართველოს ვარსკვლავის“ მთავარი პროდიუსერი)
- შეხვედრის დრო და საათი: 5 ივნისი, 17:00 საათი.
დარეგისტრირდი
„ჟურნალისტიკის მასტერკლასების კვირეულის“ მონაწილის სერტიფიკატი (ორენოვანი) გაიცემა მხოლოდ ოთხივე დღეს დასწრების შემთხვევაში.
გელით და გისურვებთ წარმატებებს!