სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სამეცნიერო საგრანტო კონკურსი აკადემიური პერსონალისთვის

29 მაისი

საგრანტო კონკურსის ფარგლები, მიზნები და პრიორიტეტები:

  • კვლევის ან/და კვლევის განვითარებისათვის მოსამზადებელი გრანტები:
  • სამეცნიერო-კვლევითი და ინოვაციური პროექტების წამოწყება და წინადადებების მომზადება, ახალი იდეების შემუშავება და განვითარება, ინოვაციური წინადადებების შედგენა და კონცეფციის შემუშავება;
  • საპილოტე სამეცნიერო-კვლევითი პროექტების წამოწყება, სამომავლოდ გარე კვლევითი გრანტების წარმატებით მოძიებისთვის;
  • საზოგადოებრივ და კერძო სექტორში მოღვაწე პრაქტიკოსებთან, კრეატიულ ინდუსტრიებთან თანამშრომლობითი-სამეცნიერო პროექტების დაგეგმვა და შემუშავება.
  • სამეცნიეროკვლევითი ღონისძიებების მხარდამჭერი გრანტები:
  • სამეცნიერო განვითარების ღონისძიებები, მათ შორის მოკლევადიანი სამეცნიერო ვიზიტები სხვა უნივერსიტეტებში, ან კვლევით ინსტიტუტებში საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ასევე, პარტნიორ  უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით ინსტიტუტებთან საერთო პროექტების  წარმოება  და ე.წ. ინდუსტრიული სტიპენდიები (industrial fellowship);
  • კვლევის შედეგების გავრცელება, ჟურნალებისა და  მონოგრაფიების გამოქვეყნების  დაფინანსება/თანადაფინანსება. აგრეთვე  კვლევითი უნარების განმავითარებელი ტრენინგები  მკვლევარების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით.;
  • სამეცნიერო ღონისძიებებზე დასწრება, ტრენინგებისა და სემინარების გამართვა, რომელიც მიზნად ისახავს უნარების გაუმჯობესებას წარმატებული საპროექტო განაცხადების მომზადებაში, გრანტების განკარგვისა და ანგარიშგების მენეჯმენტში;
  • ინტელექტუალური საკუთრების შედეგების მომზადება, მათი სავარაუდო დაპატენტება და კომერციალიზაცია;
  • კვლევის შედეგების გავრცელება ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში აქტიური მონაწილეობის გზით.


საგრანტო
 კონკურსის პირობები:

  • პროექტის ხელმძღვანელის პოზიციის დაკავება შეუძლია მხოლოდ სეუ-ს აფილირებულპროფესორს.
  • შესაძლებელია, პროექტის გუნდში ჩაერთოს სეუ-ს აფილირებული, აკადემიური და მოწვეული პერსონალი, ასევე სეუ–ს მაგისტრატურის სტუდენტები და გარე ექსპერტები.
  • პროექტში ჩართული გარე ექსპერტები, შეიძლება იყვნენ უცხოეთიდან მოწვეული, ან საქართველოს სხვა უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ინსტიტუტებიდან მოწვეული თანამშრომლები, როგორც კერძო, ასევე სამთავრობო და სამოქალაქო სექტორიდან. დასაშვებია, რომ კვლევითი გრანტების მიმღები კვლევითი გუნდის პერსონალის მხოლოდ 20%-ს შეადგენდნენ გარე ექსპერტები/გარე პერსონალი.
  • საგრანტო განაცხადი და კვლევა უნდა შეესაბამებოდეს უნივერსიტეტის ძირითად საგანმანათლებლო მიმართულებებსა და უმაღლესი განათლების განვითარების პრიორიტეტებს.
  • კვლევითი პროექტი უნდა შესრულდეს და მისი შედეგები უნდა გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის სახელით, ერთობლივი პროექტი - უნივერსიტეტის სახელის გამოყენებით.
  • კვლევის შინაარსი უნდა წარმოადგენდეს სიახლეს ქართულ საგანმანათლებლო სივრცისათვის და არ უნდა იმეორებდეს უკვე შესრულებულ კვლევის/გამოცემების შინაარსს.
  • აუცილებელია კვლევაში რელევანტური, მეცნიერების თანამედროვე მიღწევების ადექვატური წყაროებისა და კვლევის მეთოდების გამოყენება.
  • საჭიროების შემთხვევაში, საგრანტო განაცხადის ავტორს განაცხადის შეტანამდე შეთანხმებული უნდა ქონდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესაბამის მფლობელებთან ამ უფლებების შემცველი წყაროების გამოყენების საკითხი.
  • საგრანტო განაცხადის წარდგენიდან კვლევის დასრულებამდე პროექტის ყველა მონაწილეზე ვრცელდება უნივერსიტეტის ეთიკისა და აკადემიური კეთილსინდისიერების სტანდარტები.
  • კონკურსში მონაწილეობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, კვლევითი პროექტი ითვალისწინებდეს სტუდენტების/ახალგაზრდა მკვლევარების მონაწილეობას/ჩართვას კვლევაში.
  • საგრანტო პროექტით მოპოვებული, კვლევითი პროექტის შედეგები ინტეგრირებული უნდა იყოს სწავლებაში.

კვლევის პრიორიტეტული მიმართულებები:

  • ბიზნესი, ეკონომიკა, ტურიზმი, ადმინისტრირება;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები;
  • სამართალი;
  • საერთაშორისო ურთიერთობები;
  • ფსიქოლოგია;
  • ჟურნალისტიკა;
  • მედიცინა.

უპირატესობა მიენიჭება ინტერდისციპლინარულ და ასევე ისეთ კვლევით პროექტებს, რომლებიც სხვა ინსტიტუციების თანადაფინანსებით განხორციელდება.

ბიუჯეტი, ხანგრძლივობა, ვადები და ხარჯების სახეები:

  • ბიუჯეტი: აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი შეიძლება იყოს ნებისმიერი, საფუძვლიანად დასაბუთებული ბიუჯეტი.
  • ხანგრძლივობა: პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა არის 3 წელი.
  • ვადები: პროექტის განხორციელება უნდა იწყებოდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.
  • ხარჯები:მოთხოვნილი შესაძლოა იყოს შემდეგი სახის ხარჯები: პერსონალის ხარჯები - ჰონორარი, მგზავრობა და საყოფაცხოვრებო ხარჯები, ადმინისტრაციული და ლაბორატორიული მოწყობილობები, ბეჭდვის, დაკაბადონების, პროექტის პოპულარიზაციის და სხვა საჭირო მომსახურება.


საგრანტო განაცხადების მიღებისა და განხილვის ვადები: 

საგრანტო განაცხადები მიიღება 2023 წლის 24 მაისიდან  23 ივნისამდე.

საგრანტო განაცხადი წარდგენილი უნდა იქნეს უნივერსიტეტის მიერ დადგენილი ფომებით, რომელიც ითვალისწინბს შემდეგ კრიტერიუმებს: 

  • პროექტის დასაბუთება და საფუძველი: კვლევის სფეროში არსებული ვითარების აღწერა, წარსული და მიმდინარე საქმიანობა, დამატებითი პროექტების მიმოხილვა, ადგილობრივად განხორციელებული მსგავსი პროექტების.
  • პროექტის ზეგავლენა: გავლენა საზოგადოებრივ გამოწვევებზე და შესაბამის დარგზე, მიზნობრივი ჯგუფები და მათი საჭიროებები, პროექტის შედეგების პოპულარიზაცია და გავრცელება;
  • პროექტის სამუშაო გეგმა: საქმიანობის აღწერა, მოსალოდნელი ღონისძიებები და შედეგები, გუნდის წევრების ექსპერტიზა, საჭირო ინფრასტრუქტურა და მისი ხელმისაწვდომობა, პროექტის რისკები და რისკების შემამსუბუქებელი ღონისძიებები;
  • ბიუჯეტის შეთავაზება ხარჯების დასაბუთებით; დაფინანსების შესაძლო წყაროები და შესაძლო დახმარებები სხვა წყაროებიდან;
  • კვლევითი გუნდის წევრების ავტობიოგრაფიები (პუბლიკაციებით).

იხ. განაცხადის ფორმები  აპლიკაცია 1აპლიკაცია 2აპლიკაცია 3.

  • საგრანტო განაცხადი განიხილება შესაბამისი კომისიის ჩართულობით, კონფიდენციალურობის პოლიტიკის გათვალისწინებით, განაცხადის წარმოდგენის ვადის გასვლიდან 15 დღის ვადაში.
  • კონკურსის შედეგები შესაბამისი ვადების ამოწურვის შემდეგ, გამოქვეყნდება სეუ-ს ვებ. გვერდზე.


საგრანტო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელეტრონული სახით შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] 

განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს უნივერსიტეტის საგრანტო განაცხადის ფორმის შესაბამისად, კვლევითი გუნდის წევრების ავტობიოგრაფიებთან (პუბლიკაციებით) ერთად.

Message body empty