სამართლის პროგრამით დაინტერესებულ აბიტურიენტებს გიწვევთ გაცნობით შეხვედრასა და ტრენინგზე, რომელიც ჩატარდება 2020 წლის 29 თებერვალს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ში.
გაცნობითი შეხვედრის ფარგლებში აბიტურიენტები გაეცნობიან სეუ-ს სასწავლო გარემოს და პირობებს, მიიღებენ მათთვის სასურველ ინფორმაციას.
ტრენინგი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს. მონაწილეები ჩაერთვებიან ინტერაქციულ ვორქშოფში, განიხილავენ სამართლის მნიშვნელოვან და საინტერესო ქეისებს.
ტრენინგს ჩაატარებენ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს პროფესორები.
ღონისძიების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სკოლის XI და XII კლასის მოსწავლეებს.
ტრენინგი დაფინანსებულია სეუ-ს მიერ და დასწრება უფასოა.
ტრენინგზე დასწრების მსურველმა უნდა შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა: shorturl.at/kCNZ0
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 26 თებერვალი.
ღონისძიების დღის განრიგი:
საკონტაქტო პირი: ხათუნა გაბიცინაშცილი:
ელ-ფოსტა: khatuna.gabitsinashvili@seu.edu.ge