სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

კარიერული განვითარების დღეები SEU - ში

06 ნოემბერი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - ს სტუდენტებო, კურსდამთავრებულებო და აბიტურიენტებო 6-10 ნოემბერს, გიწვევთ კარიერული განვითარების დღეებზე, რომელიც SEU - ს კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის მიერაა ორგანიზებული.

შემოუერთდით კარიერული განვითარების დღეებს და პროფესიონალებისგან მიიღეთ რჩევები ისეთ მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე როგორიცაა:

  • როგორ მოვახდინოთ კარიერული განვითარება ცვალებად გარემოში;
  • კვალიფიკაციების სინთეზი და პროფესიული განვითარება კარიერული წინსვლისთვის;
  • ცვლილებები, მოქნილობა და უკუკავშირი;
  • უნარების უწყვეტი განვითარება;
  • ონლაინ რესურსები;
  • სწავლა მარცხისგან და სხვა.


კარიერული განვითარების დღეების განრიგი:

თარიღი: 6 ნოემბერი, 17:00 საათი

  • შეხვედრა თემაზე: “წარმატებული გასაუბრების ხელოვნება: სტრატეგიები სასურველი სამუშაოს მისაღებად”
  • სპიკერი: თამარ ჩხეიძე, SEU-ს მოწვეული ლექტორი, ადამიანური კაპიტალის შერჩევისა და სწავლების განყოფილების ხელმძღვანელი.

თარიღი: 7 ნოემბერი, 17:00 საათი

  • შეხვედრა თემაზე: "ახალი რეალობის უნარები - სწავლა და ადაპტაცია"
  • სპიკერი: თეონა მაისურაძე, SEU - ს ასისტენტ-პროფესორი HR ბიზნეს-პარტნიორი, 9 წლიანი გამოცდილება HR სფეროში


თარიღი: 8 ნოემბერი, 17:00 საათი

  • შეხვედრა თემაზე: "21-ე საუკუნეში ორმაგი პროფესიები“
  • სპიკერი: მარიამ დარბაიძე, SEU-ს მოწვეული ლექტორი, ინოვაციური განათლების ცენტრის დირექტორი და განათლების ექსპერტი

თარიღი: 9 ნოემბერი, 17:00 საათი

  • შეხვედრა თემაზე: „დროის მენეჯმენტი: დროის, როგორც უწყვეტი ნაკადის მართვა“
  • სპიკერი: დავით ჩქოტუა, SEU - ს ასისტენტ-პროფესორი, აუცილებელი უნარების ტრენერი.

თარიღი: 10 ნოემბერი, 17:00 სთ

  • შეხვედრა თემაზე: “კორპორატიული კულტურის მნიშვნელობა, კომპანიის განვითარების პროცესში”
  • სპიკერი: გიორგი ტრაპაიძე, ენერგო-პრო ჯორჯიას HR მენეჯერი

საჯარო ლექციების ხანგრძლივობაა 1 საათი

სამუშაო ენა: ქართული

  • საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი (ქართული და ინგლისური).
  • საჯარო ლექციებზე დასასწრებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია.
  • თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დარეგისტრირდეთ ერთ ან რამდენიმე ლექციაზე.
  • დასწრება თავისუფალია!

დარეგისტრირდი

Message body empty