22 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში, აკადემიური პერსონალისთვის და სტუდენტებისთვის ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით.
აღნიშნული საგრანტო კონკურსის მიზანია იუსტიციის სამინისტროს სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა.
პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია:
პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა ნახევარი მილიონი ლარია, დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა კი თითოეული გამარჯვებული პროექტისათვის 30 000 ლარს შეადგენს.
შეხვედრის განმავლობაში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ და დაუსვან კითხვები იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს.
ადგილი: SEU-ს ახალი კამპუსის პირველი სართული (დიდი შეხვედრების ოთახი)
დრო: 16:00 საათი.
დარეგისტრირდი