SEU-ში სამაგისტრო პროგრამაზე მიღების დამატებითი პირობებია შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები სპეციალობასა და უცხოურ ენაში (B2 დონე).
ყველა სპეციალობისთვის სავალდებულოა ინგლისური ენის ჩაბარება, გარდა სამართლის სპეციალობისა, სადაც მაგისტრობის კანდიდატს უფლება აქვს აირჩიოს და ჩააბაროს ასევე გერმანული ან ფრანგული ენა.
საგამოცდო საკითხების ნიმუშები განთავსებულია თითოეული სამაგისტრო პროგრამის გვერდზე.
B2 დონის დადასტურება შესაძლებელია ინგლისური ენის შესაბამის დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტით:
ზემოთ მითითებულმა პირებმა, SEU-ში სწავლის გაგრძელების მიზნით, განცხადებით უნდა მიმართონ რექტორს, წერილობითი თანხმობის მისაღებად.
ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტში მითითებული პირების მიერ SEU-ში სწავლის გაგრძელების მიზნით წარმოდგენილი განცხადების განხილვის საფუძველზე, SEU ატარებს გასაუბრებას ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე სწავლის უფლების მოპოვების მსურველი აბიტურიენტის/სტუდენტის/მაგისტრანტობის კანდიდატის საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით და უზრუნველყოფს აღნიშნული გასაუბრების ვიდეოჩანაწერის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის ხელმისაწვდომობას.
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, საერთო სამაგისტრო გამოცდების/საერთაშორისო გამოცდების, შიდა/გარე მობილობის საფუძველზე ან საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
სწავლის პროცესში, ყოველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება სტუდენტისაგან მოითხოვს შესაბამისი ძალისხმევის სამუშაოთა შესრულებას, 60 კრედიტის (სემესტრში 30 კრედიტი) დაგროვებას.
სტუდენტი მიიღებს კრედიტს მხოლოდ სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ, კონკრეტული კომპონენტების დაუფლებისათვის სავალდებულო სამუშაოთა წარმატებით შესრულებისა და სწავლის შედეგების დადებითი შეფასების შედეგად.
თითოეულ სასწავლო კურსში კრედიტის მინიჭების წინაპირობაა 100-დან არანაკლებ 51 ქულის დაგროვება და შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა.
ერთი კრედიტის საფასური გამოიანგარიშება შემდეგნაირად: სწავლის წლიური ღირებულება გაყოფილი 60 კრედიტზე. (მაგ. 2990/60=49.83 )
ერთი აკადემიური წელი მოიცავს 60 კრედიტს, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ან/და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის თავისებურებების გათვალისწინებით, დასაშვებია, სტუდენტის წლიური დატვირთვა იყოს 60 კრედიტზე ნაკლები ან მეტი, მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტისა.
კრედიტი არის ერთეული, რომელიც გამოხატავს სტუდენტის მიერ საგნის ასათვისებლად შესასრულებელი სამუშაოს მოცულობას გამოხატულს დროის ერთეულში-საათებში.
სამხედრო კომისარიატში წარსადგენად საჭიროა ფორმა 26, რომელიც შეუძლია სტუდენტს მოითხოვოს როგორც დისტანციურად, ასევე ადგილზე მოსვლით, სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტში.
სეუ-ში მოქმედებს სწავლის გადასახადის აღრიცხვის ელექტრონული (ბილინგის) სისტემა, რომელიც სტუდენტს საშუალებას აძლევს სწავლის გადასახადი გადაიხადოს საბანკო დაწესებულებების, ონლაინ პორტალებისა და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.
პარტნიორი ბანკი - საქართველოს ბანკი.
სტუდენტი, რომელიც სწავლის საფასურს იხდის პარტნიორი ბანკიდან, სწავლის საფასურის გადახდისთვის დასჭირდება მხოლოდ პირადობის მოწმობა.
იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი სწავლის საფასურს იხდის სწრაფი გადახდის აპარატიდან, ირჩევს შემდეგ მოდულებს:
განათლება -> სეუ -> სტუდენტის პირადი ნომერი -> თანხის ჩარიცხვა
სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია 10 ნაწილად ან სტუდენტისთვის სასურველი ინდივიდუალური გრაფიკით.
სტატუსის შესაჩერებლად სტუდენტი ელექტრონული გვერდიდან (emis.seu.edu.ge), მოდულში - ელ.კანცელარია ირჩევს განცხადების შაბლონს - სტატუსის შეჩერება და აგზავნის განცხადებას.
(განაცხადის განხილვის ვადა არის 5 სამუშაო დღე)
სტატუსის შეჩერებიდან მაქსიმუმ 5 წლის განმავლობაშია შესაძლებელი სტუდენტის სტატუსის აღდგენა და სწავლის გაგრძელება.
სტატუსის აღსადგენად, სტუდენტი ელექტრონული გვერდიდან (emis.seu.edu.ge), მოდულში - ელ.კანცელარია ირჩევს განცხადების შაბლონს - სტატუსის აღდგენა და აგზავნის განცხადებას.
(განაცხადის განხილვის ვადა არის 5 სამუშაო დღე)
სტატუსის შეჩერებიდან მაქსიმუმ 5 წლის განმავლობაშია შესაძლებელი სტუდენტის სტატუსის აღდგენა და სწავლის გაგრძელება.
ელ.კანცელარია - ირჩევს განცხადების შაბლონს - შიდა მობილობა - უთითებს სასურველ სპეციალობას - მიუთითებს სასურველ საგანმანათლებლო პროგრამას და აგზავნის განაცხადს.
(განაცხადის განხილვის ვადა არის 5 სამუშაო დღე)
თანხის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც სტუდენტი დარეგისტრირდება ელექტრონულ პორტალზე მომხმარებლად და გააკეთებს არჩევანს. მობილობის საფასურის გადახდისათვის, სტუდენტმა უნდა მიაკითხოს სს საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალს, მიმართოს ბანკის ოპერატორს აღნიშნულის თაობაზე და წარუდგინოს პირადობის მოწმობა.
გარე მობილობის ვადებს აცხადებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (https://emis.ge/) წელიწადში ორჯერ - შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრში.
რა შემთხვევაში აქვს სტუდენტს მობილობის უფლება?
მობილობა არის სტუდენტთა თავისუფალი გადაადგილება სწავლის, სწავლების და კვლევის პროცესებში მონაწილეობის მისაღებად როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით, რასაც თან სდევს კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში მიღებული განათლების და კრედიტების აღიარება.
აკადემიური რეგისტრაცია არის სასწავლო კურსებზე დარეგისტრირება, სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის emis.seu.edu.ge-ის საშუალებით.
სტუდენტის მიერ ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა გულისხმობს შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში სწავლის საფასურის სრულ ან ნაწილობრივ გადახდას, რაც აკადემიური რეგისტრაციის წინაპირობაა.
ზემოთ მითითებულმა პირებმა, სეუ-ში სწავლის გაგრძელების მიზნით, განცხადებით უნდა მიმართონ რექტორს, წერილობითი თანხმობის მისაღებად. წარმოდგენილი განცხადების განხილვის საფუძველზე, სეუ ატარებს გასაუბრებას ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე სწავლის უფლების მოპოვების მსურველიაბიტურიენტის/სტუდენტის/მაგისტრანტობის კანდიდატის საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით და უზრუნველყოფს აღნიშნული გასაუბრების ვიდეოჩანაწერის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის ხელმისაწვდომობას.
ბაკალავრიატის საფეხურზე - სტუდენტის სტატუსის მოპოვება შესაძლებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.
მაგისტრატურის საფეხურზე - სტუდენტის სტატუსის მოპოვება შესაძლებელია საერთო საგმაგისტრო გამოცდისა და შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების შედეგების საფუძველზე.
ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგში emis.seu.edu.ge > ბიბლიოთეკა.
ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: [email protected];
ტელეფონი: ტელ: 032 2 90 00 00 / 42
პროექტის დასაფინანსებლად საჭიროა სტუდენტთა საორგანიზაციო ჯგუფმა შექმნას თავისი ინტერესისამებრ სტუდენტური კლუბი და შემდეგ სპეციალური საგრანტო განაცხადის საშუალებით გააკეთოს დაფინანსებაზე განაცხადი.
SEU-ში ფუნქციონირებს კარიერული განვითარების და კურსდამთავრებულთა ურთიერთობის სამსახური, რომელიც ზრუნავს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერულ წინსვლაზე, მათი კარიერული უნარების განვითარებასა და დასაქმებაზე. აღნიშნული სამსახური თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე არსებულ კომპანიებთან, რომლებიც სისტემატიურად აწვდიან კარიერული განვითარების და კურსდამთავრებულთა ურთიერთობის სამსახურს სხვადასხვა ვაკანსიების და სტაჟირებების შესახებ ინფორმაციას.
ვაკანსიებისა და სტაჟირების პროგრამების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება სტუდენტის პირად გვერდზე (emis.seu.edu.ge) და www.seu.edu.ge ვაკანსიებისა და სტაჟირების ველში.
წიგნის დაკარგვის შემთხვევაში მკითხველი ანაცვლებს იმავე დასახელების წიგნით.
წიგნის გადავადება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის სასურველ წიგნზე არ არის მოთხოვნა, ამისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ [email protected];
(გვწერთ თქვენს სახელს, გვარს, სტუდენტური ბარათის ნომერს და იმ წიგნზე ინფორმაციას რომელი წიგნის გადავადებაც გსურთ)
ბიბლიოთეკის დარბაზიდან მკითხველს შეუძლია გაიტონოს 10 წიგნი ერთდროულად.
წიგნის გატანის ვადა დამოკიდებულია წიგნის კატეგორიაზე და მოთხოვნის სიხშირეზე.
წიგნის სახლში გასატანად შესაძლებელია პირადად მიმართოთ ბიბლიოთეკარს ან შეუკვეთოთ ელექტრონულად.
წიგნის ელექტრნულად შეკვეთისთვის უნდა შეავსოთ ფორმა, სადაც ზუსტად იქნება მითითებული წიგნის ავტორი და სათაური. შეკვეთილ წიგნზე პასუხი მოგივათ mail-ზე ერთი სამუშაო დღის განმავლობაში.
დისტანციურად სწავლების პერიოდში, ბიბლიოთეკიდან წიგნები არ გაიცემა. ხოლო, სასწავლო მასალების ელექტრონული ვერსიების ნახვა შესაძლებელია ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგში.
საჭირო ლიტერატურის მოძიება შესაძლებელია SEU-ს პორტალზე - emis.seu.edu.ge ბიბლიოთეკის განყოფილებაში.
ბიბლიოთეკა მუშაობს ორშაბათი-პარასკევი 9:30 – 21:30 სთ და შაბათი 9:30 – 18:00 სთ.
დისტანციურად სწავლების პერიოდში ბიბლიოთეკა მუშაობს 09:30 - 18:30 (შაბათ-კვირის გარდა)
ნებისმიერ სტუდენტს და კურსდამთავრებულს შეუძლია დაგეგმოს და გამართოს სხვადასხვა სახის ღონისძიებები. ამისათვის საჭიროა მიმართოთ კარიერული განვითარების და კურსდამთავრებულთა ურთიერთობის სამსახურს. ტელ: 2 90 00 00/ 27; [email protected]
ნებისმიერ სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა, დააფუძნოს სტუდენტური კლუბი, დაგეგმოს და განახორციელოს სხვადასხვა აქტივობები სოციალურ, გასართობ თუ პროფესიულ ინტერესებზე დაფუძნებული სტუდენტური კლუბები ატარებენ სოციალურ ივენთებს, სემინარებს, კონცერტებს, სპორტულ შეჯიბრებებს, საქველმოქმედო და სხვა სტუდენტურ ღონისძიებებს.
ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია შექმნას და დაგეგმოს სხვადასხვა სახის ღონისძიებები. ამისათვის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს, კარიერული განვითარების და კურსდამთავრებულთა ურთიერთობის სამსახური, სპორტისა და კულტურის სამსახური და სტუდენტური კლუბები.
ტელ: 2 90 00 00 (27)
უნივერსიტეტი იცავს სტუდენტებისა და ლექტორების კონფიდენციალობას. მათი პირადი ინფორმაცია ხელშეუხებელია.
არ გაიცემა ლექტორების საკონტაქტო ნომრები, სტუდენტის შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაცია: აკადემიური მოსწრება, სტატუსი, ფინანსები.
სტუდენტს შეუძლია მოვიდეს მშობელთან ერთად დეკანატში, ან მშობელს ჰქონდეს მინდობილობა სტუდენტისგან, ან სასწავლო ბაზაში emis.seu.edu.ge ზე გაეცნონ ერთად ინფორმაციას სტუდენტის შესახებ.
საგამოცდო პერიოდში (უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ვადებში) სტუდენტს ტესტის დაწყება ნებისმიერ დროს შეუძლია, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.
სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში. დასკვნით და შესაბამის დამატებით გამოცდას შორის შუალედი უნდა იყოს შესაბამისი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღე.
დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური შეფასებაა 40 ქულა.
(დასკვნით გამოცდაზე გასვლა სავალდებულოა.)
სემესტრში სტუდენტი წერს მხოლოდ ერთ შუალედურს - მაქსიმალური ქულაა 24.
სემესტრში არის 15 სასწავლო კვირა, 2 - შუალედური გამოცდების კვირა, 2 კვირა - დასკვნითი და 2 კვირა - დამატებით გამოცდებისთვის.
შეფასების კრიტერიუმები საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე შეგიძლიათ ნახოთ emis.seu.edu.ge სასწავლო ბარათი - შეფასებებში
ყველა სასწავლო კურსის/ კომპონენტის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია. დადებით შეფასებად ითვლება 51 და მეტი ქულის მოპოვება.
ზაფხულის სემესტრში სტუდენტს(ბაკალავრი,მაგისტრი) შეუძლია აიღოს მაქსიმუმ 12 კრედიტი (წელიწადში 75 კრედიტის ფარგლებში).
ერთი სემესტრის განმავლობაში სტუდენტს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს მაქსიმუმ 36 კრედიტი (30 სტანდარტული და 6 დამატებითი).
სტანდარტული 60 კრედიტის გარდა სტუდენტს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს დამატებით 15 კრედიტი ( წლირად არაუმეტეს 75 კრედიტი).
სტუდენტთა დატვირთვა მოიცავს:
კრედიტი არის სტუდენტის სასწავლო პროცესით დატვირთვის მაჩვენებელი.
მონაცემების ნახვა შესაძლებელია სასწავლო ბაზაში არსებული საგანმანათლებლო პროგრამის მოდულიდან.
კონცენტრაციის არჩევა და კონცენტრაციაზე რეგისტრაცია ხდება ელექტრონულად, სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის საშუალებით.
კონცენტრაციის არჩევის შემდგომ კონცენტრაციის შეცვლის შემთხვევაში, სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსები აღიარდება როგორც სპეციალობის არჩევითი ან თავისუფალი კრედიტები
პრაქტიკისა და საბაკალავრო/სამაგისტრო ნაშრომის არჩევა
პრაქტიკას/კლინიკას და საბაკალავრო ნაშრომს საბაკალავრო პროგრამებზე სტუდენტები ირჩევენ VII ან VIII სემესტრში.
სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები პრაქტიკას ირჩევენ III ხოლო სამაგისტრო ნაშრომს - IV სემესტრში. სამართლის სამაგისტრო პროგრამის კლინიკა გათვალისწინებულია II სემესტრში
პრაქტიკისა და საბაკალავრო/სამაგისტრო ნაშრომის კრედიტები ავტომატურად აკლდება შესაბამისი სემესტრის სტუდენტების მიერ აკადემიური რეგისტრაციის დროს ასარჩევი კრედიტების ოდენობას.
აკადემიური რეგისტრაციის დროს სტუდენტი არ ირჩევს პრაქტიკასა და საბაკალავრო/სამაგისტრო ნაშრომს, ეს კომპონენტები მას ავტომატურად უგენერირდება.
კონცენტრაციის არჩევა ბაკალავრიატში შესაძლებელია სწავლების მე-5 სემესტრიდან.
ფსიქოლოგიის,საერთაშორისო ურთიერთობებისა და განათლების ადმინისტრირების პროგრამები ითვალისწინებენ კონცენტრაციას სპეციალობის ერთი კონკრეტული მიმართულებით.
დარგობრივი კონცენტრაცია არის პროგრამის შემადგენელი არჩევითი მოდული, რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სპეციალობის ქვედარგის უფრო სიღრმისეულ შესწავლად.
უცხოური ენის ბლოკით გათვალისწინებული შედეგების მისაღწევად სტუდენტს საშუალება აქვს, დამატებით, თავისუფალი კრედიტებიდან აიღოს უცხოური ენის სასწავლო კურსებიც
სტუდენტს საშულება აქვს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უცხო ენის მიუხედავად გააკეთოს არჩევანი მისთვის სასურველ სხვა უცხოურ ენაზე. აღნიშნულ შემთხვევაში მისი ენობრივი კომპეტენციის და შესაბამის სასწავლო კურსზე დაშვების დონე დგინდება საუნივერსიტეტო ტესტირების შედეგებით.
სტუდენტს უფლება აქვს მოითხოვოს უფრო მაღალი ენობრივი კომპეტენციის კურსზე დაშვება, შესაბამისი სერტიფიკატის წარმოდგენის ან/და საუნივერსიტეტო ტესტირების გავლის პირობით.
სტუდენტმა აღნიშნული კომპეტენციაში უნდა დააგროვოს 30 კრედიტი.
აკადემიური რეგისტრაციის დროს სტუდენტი ირჩევს უცხო ენას, მისი არჩევანის შესაბამისად, დგინდება მისი ენობრივი კომპეტენციის დონე, და განისაზღვრება გასავლელი უცხო ენის მოდულის მოცულობა, იმგვარად, რომ პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს მიღწეული ჰქონდეს შესაბამის ენაზე არანაკლებ B2.2+ დონის კომპეტენცია საერთო ევროპული საკომუნიკაციო ჩარჩოს (CEFR) შესაბამისად.
აკადემიური რეგისტრაციის პერიოდში სტუდენტს შეუძლია გააუქმოს/შეცვალოს არჩევანი, შეცვალოს გასავლელი სასწავლო კურსები, სწავლების დრო, ჯგუფი და ლექტორი. ამასთან თითოეულ სასწავლო კურსზე რეგისტრაციის პირობაა შესაბამის ჯგუფში ვაკანტური ადგილების არსებობა (სასწავლო ჯგუფის ლიმიტის მიღწევის შემთხვევაში, ახალი სტუდენტების რეგისტრაცია შესაბამის ჯგუფში არ განხორციელდება)
სტუდენტს შეუძლია გაეცნოს საგნების ჩამონათვალს სასწავლო ბაზაში არსებული აკადემიური რეგისტრაციის მოდულიდან.
აკადემიური რეგისტრაციის დროს სტუდენტი ირჩევს მიმდინარე სემესტრში გასავლელ საგნებს პროგრამაში შემავალი ყველა მოდულიდან:
თითოეული სასწავლო კურსის ანოტაცია შეგიძლიათ იხილოთ ველში:
საგნების არჩევა შესაძლებელია ელექტრონულად, საწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის - emis.seu.edu.ge – ის მეშევეობით.
შიდა მობილობა გულისხმობს სეუ-ს სტუდენტის მიერ სპეციალობის / საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლას უნივერსიტეტის შიგნით და მობილობაში მონაწილეობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების პირველი სემესტრიდან. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.
შიდა მობილობის პერიოდი - ცხადდება წელიწადში ორჯერ , შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრში , ვადები განისაზღვრება კონკრეტული დროისათვის
შიდა მობილობის პროცედურა - აუცილებელია მონაწილეობის მისაღებად მოთხოვნა დააფიქსიროთ სასწავლო ბაზაში არსებული ელექტრონული კანცელარიიდან.
სხვა ქვეყანიდან ქართული კანონმდებლობის თანახმად საბუთების გადმოტანა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ (უცხო ქვეყანაში ცხოვრება გულისხმობს უცხო ქვეყანაში ყოფნას არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში) და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატში/მაგისტრატურაში;
რაც შეეხება სწავლის გაგრძელების პერიოდს - პირველ რიგში აუცილებელია სხვა ქვეყანაში გავლილი საგნების აღიარება შემდეგ ჩვენს პროგრამასთან შედარება.
რეგისტრაციის დროს შესაძლებელია მხოლოდ საბუთების ასლების გატანა უნივერსიტეტედან.
ორიგინალი დოკუმენტაციის წაღება უნივერსიტეტიდან ხდება მინისტრის მიერ სტუდენტთა ამორიცხვის ბრძანების გამოცემის შემდეგ.
აღიარებას ექვემდებარება იმ პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტები, რომელზე ჩარიცხვა და სწავლება განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხდა.
შინაარსობრივი შესწავლის შედეგად შესაძლებელია დადგინდეს სტუდენტის მიერ გავლილი და ახალი საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსების შესაბამისობა, მათ სახელწოდებებში არსებული სხვაობის მიუხედავად.
იმ სასწავლო კურსის აღიარება, რომელიც არ არის გათვალისწინებული სტუდენტის ახალი საგანმანათლებლო პროგრამით, შესაძლებელია ახალი პროგრამით გათვალისწინებული თავისუფალი კრედიტების ფარგლებში.
სწავლის გაგრძელების ვადა დამოკიდებულია აღიარებული კრედიტების რაოდენობაზე და მხოლოდ წარდგენილი სასწავლო ბარათის შესწავლის შემდეგ განისაზღვრება.
ადმინისტრაციული რეგისტრაციისას აუცილებლად წარმოსადგენი დოკუმენტებია:
1.განცხადება;
2.სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) დედანი;
3.პირადობის მოწმობის ასლი;
4.2 ფოტოსურათი 3X4, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად;
5.სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირთათვის).
6.თუ სტუდენტი არასრულწლოვანია რეგისტრაციის დროს აუცილებელია წარადგინოს დაბადების მოწმობა და მასთან ერთად უნდა იმყოფებოდეს მშობელი ან მეურვე.
უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებულია აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი. დეტალური ინფორმაციის მისარებად მიყევით თანდართულ ბმულს http://amc.ge/
ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე - 577 54-11-11 577 33-73-71 - [email protected]
უნივერსიტეტის ყველა პროგრამა აკრედიტებულია და ფინანსდება ყველა სახის სახელმწიფო გრანტით
SEU-ს პროგრამებია:
ბაკალავრიატი
ერთსაფეხურიანი
მაგისტრატურა
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ ავტორიზებული, ხოლო ყველა მისი პროგრამა აკრედიტებულია