სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ჩატარდა ვორკშოპი სახელწოდებით "ბიზნეს იდეიდან გაყიდვებამდე”

22 მაისი, 2021

21 მაისს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ორგანიზებით სტუდენტებისთვის და აბიტურიენტებისათვის  ჩატარდა ვორკშოპი სახელწოდებით "ბიზნეს იდეიდან გაყიდვებამდე". ვორკშოპზე მონაწილეებს მენტორობა გაუწიეს რუსუდან ბერიაშვილმა (SEU-ს ასოცირებული პროფესორი; ბიზნესის ადმინისტრირების ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელი) და ლევან დუნდუამ (SEU-ს ფინანსების პროგრამის ასოცირებული პროფესორი).

მონაწილეებმა მენტორების რეკომენდაციებით იმუშავეს ბიზნეს იდეაზე, მის შეფუთვასა და გაყიდვაზე.

ვორკშოპზე განიხილეს შემდეგი საკითხები:

  • წარმატებული ბიზნეს ქეისის განხილვა
  • მარკეტინგული სტრატეგიის გაცნობა
  • იდეაზე მუშაობა
  • პრეზენტაცია

შეხვედრა გაიმართა SEU-ს კამპუსში, COVID-19-თან დაკავშირებული ყველა წესისა და რეკომენდაციის დაცვით.

მონაწილეებს გადეცათ სერტიფიკატი.