სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

აკადემიური კონკურსი ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე

07 ივლისი, 2021

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების (ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) დასაკავებლად ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე:

ბიზნესისა ადმინისტრირების ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე: ადამიანური რესურსების მართვის, აღრიცხვა ანალიზისა და აუდიტის, მარკეტინგისა და  მენეჯმენტის მიმართულებით.

  • ქართულენოვან ბიზნესისა ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე: ეკონომიკის მიმართულებით.
  • ფინანსების საბაკალავრო პროგრამაზე: ფინანსების მიმართულებით.
  • ტურიზმის საბაკალავრო პროგრამაზე: ტურიზმის მიმართულებით.
  • საბაკალავრო პროგრამა ინფორმაციული ტექნოლოგიები და სისტემები ბიზნესში: კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით.  

საკონკურსო ვაკანსიები:

ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით:

  • ასოცირებული პროფესორი - 3 ვაკანსია;
  • ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია;

აღრიცხვა ანალიზისა და აუდიტის მიმართულებით:

  • ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;

მარკეტინგის მიმართულებით:

  • ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;

მენეჯმენტის მიმართულებით:

  • ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია;

ეკონომიკის მიმართულებით:

  • ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია;

ტურიზმის  მიმართულებით:

  • ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია;

ფინანსების მიმართულებით

  • ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია;

კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით:

  • ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია;
     

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შესაბამის საკონკურსო ვაკანსიასთან აკადემიური ნიშნით შესაბამისობა ქვემოთ მოყვანილი კრიტერიუმებით.

საკონკურსო კრიტერიუმები:

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე: აკადემიური ნიშნით:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • არანაკლებ 3 წლის  სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუს(ებ)ის) წარმოდგენა.
  • ინგლისური ენის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა (მხოლოდ ინგლისურენოვანი მიმართულებებისათვის);

ასისტენტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე; აკადემიური ნიშნით:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები.
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუს(ებ)ის) წარმოდგენა.
  • ინგლისური ენის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა; (მხოლოდ ინგლისურენოვანი მიმართულებებისათვის)

უცხო ენის კომპეტენცია კონკურსანტს დადასტურებულად ჩაეთვლება ერთ-ერთ ქვემოთ მითითებულ შემთხვევაში:

  • ინგლისურ ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში ( აუცილებელია განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა);
  • შესაბამის ენაზე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის / სასწავლო კურსის სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში;
  • ენობრივი კომპეტენციის ფლობის საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში, რომელიც ადასტურებს კონკურსანტის მიერ შესაბამისი ენის არანაკლებ B2 დონეზე ფლობას, ენობრივ კომპეტენციათა ევროპული ჩარჩოთი (CEFR) დადგენილი კომპეტენციათა აღმწერის შესაბამისად.

B2 დონის ენობრივი  კომპეტენციის  ფლობის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატად  მიიჩნევა ერთ-ერთი შემდეგი:

  • Cambridge English First (FCE),
  • BEC Vantage,
  • IELTS 5-6.5,
  • TOEFL iBT 87-109,
  • Michigan ECCE,
  • PTE General Level 3,
  • PTE Academic 59-75,
  • Trinity ISE II

აკადემიური კონკურსის მონაწილე, რომელიც ვერ დაადასტურებს ენობრივ კომპეტენციას ზემოთ ჩამოთვლილი წესებით ვალდებულია კომისიის წინაშე  ჩატაროს საჩვენებელი ლექცია უცხო ენაზე ან  ჩააბაროს ენობრივი კომპეტენციის ტესტირება უნივერსიტეტის მიერ მომზადებული საგამოცდო ტესტის მეშვეობით. ტესტის საკითხები და კომპეტენციის ზღვარი განისაზღვრება უნივერსიტეტის მიერ.

დამატებითი კრიტერიუმები:

  • შესაბამის დარგში პრაქტიკული გამოცდილება;
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;
  • პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • უცხო ენების ცოდნა;

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი აკადემიური თანამდებობისა და მიმართულების მითითებით;
  • კონკურსანტის ანკეტა;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი დოკუმენტაცია:
    • კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში აუცილებელია განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა)
    • ინფორმაცია პროფესიული/სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების შესახებ (აუცილებელია შესაბამისი ცნობის წარმოდგენა ვაკანსიით გათვალისწინებული სამუშაო სტაჟის დასადასტურებლად)
    • ინფორმაცია გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ და ა.შ;
  • დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • სილაბუს(ებ)ი.
  • სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

კონკურსის ეტაპები:

  • კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად)
  • (მხოლოდ ინგლისურენოვანი მიმართულებებისათვის) ტესტირება ინგლისურ ენაში /საჩვენებელი (ჩაუტარდება იმ კონკურსანტებს რომლებიც არ წარმოადგენენ ინგლისურ ენაზე სწავლის/სწავლების დამადასტურებელ დოკუმენტაციას ან შესაბამისი დონის ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს);
  • საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (შესაძლებელია მოიცვას იმიტირებული ლექციის ჩატარება).

კონკურსის პირობები:

  • საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში.
  • კომისია უფლებამოსილია გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის სისწორე ან/და მოსთხოვოს კონკურსანტს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა. დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში, კონკურსის შემდეგ ეტაპზე პირი დაიშვება შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობით.
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ სეუში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
  • კონკურსში შერჩეულ პირებს გაუფორმდებათ აფილირების ხელშეკრულება.

კონკურსანტების შერჩევის პირობები:

  • პირველ ეტაპზე ­ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევით, დოკუმენტაციის სისრულისა და ძირითად კრიტერიუმებთან მათი განაცხადების შესაბამისობის დადგენით;
  • მეორე ეტაპზე ­ საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის თითოეულ ძირითად კრიტერიუმთან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტთა რაოდენობა აღემატება შესაბამის ვაკანსიათა რაოდენობას, ასევე დამატებით კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასებით;

კონკურსის ვადები:

  • კონკურსი გამოცხადებულია 2021 წლის  7 ივლისიდან
  • აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2021 წლის 23 აგვისტოს ჩათვლით.
  • კონკურსის პირველი ეტაპი ­ საბუთების გადარჩევა ­ ჩატარდება 2021 წლის 24-27 აგვისტოს;
  • კონკურსის მეორე ეტაპი - ტესტირება ჩატარდება 2021 წლის 30-31 აგვისტოს;
  • კონკურსის მესამე ეტაპი ­ საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ­ ჩატარდება 2021 წლის 1-8 სექტემბერს (გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ).
  • კონკურს გავლილ მონაწილეთა სია გამოქვეყნდება 2021 წლის 9 სექტემბერს;
  • სააპელაციო განაცხადები მიიღება 2021 წლის  10 სექტემბრის  ჩათვლით;
  • სააპელაციო განაცხადების განხილვა ჩატარდება 2021 წლის 13 სექტემბერს; 
  • კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2021 წლის 14 სექტემბერს;
     

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] (წერილის ველში ვაკანსიის/აკადემიური თანამდებობის და მიმართულების მითითებით) ან წარმოადგინონ უნივერსიტეტში მისამართზე ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9.

საკონტაქტო ელ-ფოსტა: [email protected]    ტელ: 2 90 00 00 შიდა 21. 

 საკონკურსო განცხადების ფორმასაკონკურსო ანკეტა

Message body empty