სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

კონფერენცია “ახალგაზრდული საქმიანობის დღის წესრიგი 2025”

14 ივლისი, 2021

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში  SEU-ში, ახალგაზრდობის სააგენტომ, საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციასთან ერთად, ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის „განათლება დასაქმებისთვის" (Skills4Jobs) და გაეროს სააგენტოებთან თანამშრომლობით, ორდღიანი კონფერენცია “ახალგაზრდული საქმიანობის დღის წესრიგი 2025” ჩატარდა. 

კონფერენცია მიზნად ისახავს ახალგაზრდული სფეროს აქტორების ბონის პროცესისა და ახალგაზრდული საქმიანობის ევროპული დღის წესრიგის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლებასა და "სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025"-ს 3-წლიანი სამოქმედო გეგმის განვითარებას ბონის პროცესის დეკლარაციის მიხედვით.

სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერას უწევს გაეროს საკოორდინაციო ჯგუფი ახალგაზრდობის საკითხებზე (UNFPA, UNICEF, UNDP, UNIDO, ILO, UNHCR) და ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი საქართველოში „განათლება დასაქმებისთვის” (Skills4Jobs)“.

სამუშაო ჯგუფებში SEU- ს აკადემური და ადმინისტრაციული პერსონალი მონაწოლეობს

კონფერენციის ფარგლებში მუშაობს 8 თემატური ჯგუფი:

  • "ახალგაზრდული საქმიანობის ევროპული დღის წესრიგის განხორციელება ბონის პროცესში"
  • "ახალგაზრდული საქმიანობის ახალგაზრდულ პოლიტიკის ინტეგრალურ ნაწილად ჩამოყალიბება"
  • "ახალგაზრდული საქმიანობის სერვისების განვითარება და ხელმისაწვდომობის გაზრდა"
  • "თანამშრომლობის გზით ახალგაზრდული საქმიანობის საერთო საფუძვლების განვითარება, როგორც სექტორში, აგრეთვე სექტორებს შორის"
  • "ხარისხიანი ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა"
  • "ახალგაზრდული საქმიანობის შესაძლებლობების გაძლიერებით და ინოვაციების ხელშეწყობით გამოწვევებთან გამკლავება"
  • "ახალგაზრდული საქმიანობის პოპულარიზაცია და აღიარების ხელშეწყობა"
  • "ახალ რეალობაში ახალგაზრდული საქმიანობის მნიშვნელოვანი როლის უზრუნველყოფა"