სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

Movetia“ – ს ფარგლებში მიმდინარე საერთაშორისო პროექტი „სოციალური გამოწვევების“ განმავითარებელი ვორკშოფი

27 აგვისტო, 2021

26 აგვისტოს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა სეუ-მ უმასპინძლა შეხვედრას, რომელიც გაიმართა „შვეიცარიის განათლების სისტემის მობილობის ეროვნული ფონდის“ მიერ მხარდაჭერილი საერთაშორისო პროექტის - „Movetia“ ფარგლებში.

შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის მენეჯერები და ლექტორები პროექტში მონაწილე შემდეგი 4 ქვეყნიდან: შვეიცარია, საქართველო, უკრაინა, ალბანეთი.

შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს და შეაფასეს ერთობლივი სასწავლო კურსი, რომელიც განხორციელდა გასულ სემესტრში. ასევე, დაისახა მომავალში აღნიშნული პროექტის გაგრძელებისა და ერთობლივი სასწავლო კურსის განხორციელების პერსპექტივები.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ს ესტუმრნენ პროფესორები შვეიცარიის სანტ-გალენის უნივერსიტეტიდან, ქალბატონი გაბრიელა შმიდი და ქალბატონი გაბი ჰანი.

Message body empty