სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს სამაგისტრო პროგრამებზე საბუთების მიღება გრძელდება

25 სექტემბერი, 2021

სამაგისტრო პროგრამებზე, საბუთების მიღება გრძელდება მიმდინარე წლის 27 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, 11:00 საათიდან 19:00 საათამდე.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU 2021-2022 სასწავლო წელს აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

  • სამართლის სამაგისტრო პროგრამა 
  • ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამა
  • საბანკო საქმის სამაგისტრო პროგრამა 
  • განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა
  • სოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა
  • კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა

მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის გამოცდები ჩატარდება SEU-ს საგამოცდო ცენტრში. შედეგები გამოცხადდება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ. 

რეგისტრაციაზე წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა კანდიდატებმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განცხადება (ივსება ადგილზე)
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა რომ არის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტი
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის საგამოცდო ბარათი
  • ენობრივი კომპეტენციის არანაკლებ B2 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის)
  • ფოტოსურათი 3x4 (CD)


საუნივერსიტეტო მისაღები გამოცდების ფორმატი

საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდა ჩატარდება ორ ეტაპად:

  • გამოცდა სპეციალობაში
  • გამოცდა ინგლისურ ენაში

საგამოცდო საკითხები სპეციალობების მიხედვით:

საგამოცდო საკითხები სპეციალობების მიხედვით:

სამართლის სამაგისტროპროგრამაადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამასაბანკო საქმის სამაგისტრო პროგრამაგანათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამასოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაკლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა

გამოცდები ჩატარდება ელექტრონულად უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში.

თითოეულ გამოცდაში მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 51%.

უცხო ენის გამოცდისგან თავისუფლდებიან მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც წარმოადგენენ უცხო ენის B2 დონის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს:

  • BEC exam and CELS exam – Vantage
  • Cambridge exam – FCE
  • Pritman ESOL International
  • TOEIC – 541
  • TOEFL – 500 (Paper - based) 173 (Computer - based) 72 (Internet - based)

საბუთების მიღება იწარმოებს შემდეგ მისამართზე:

  • თბილისი, წინანდლის ქ.N17
  • უნივერსიტეტის ახალი კამპუსი
  • პირველი სართული

Message body empty