სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ჩატარდა სემინარი - განათლება და ტურიზმი

28 სექტემბერი, 2021

27 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ, ტურიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, უმასპინძლა ტურიზმის სფეროთი დაინტერესებულ აბიტურიენტებს და სტუდენტებს ონლაინ სემინარით - "განათლება და ტურიზმი".

სემინარზე სპიკერმა - ნინო კეკელიძემ იმსჯელა საქართველოს ორ ყველაზე პრიორიტეტულ და სტრატეგიულ მიმართულებაზე - განათლებასა და ტურიზმზე და განიხილა შემდეგი საკითხები:

  • რაშია განათლების ჭეშმარიტება და სად იმალება პროფესიული წარმატების გასაღები?
  • როგორია ტურიზმი დღეს და როგორ გამოიყურება საქართველო ახალ მსოფლიო ტურისტულ რუკაზე?
  • რა კავშირია განათლებასა და ტურიზმის ინდუსტრიას შორის?

შეგახსენებთ, რომ ნინო კეკელიძე გახლავთ  ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ასოცირებული პროფესორი.

შეხვედრა გაიმართა ზუმის პლატფორმით. აბიტურიენტებმა და სტუდენტებმა დასვეს კითხვები და მიიღეს მათთვის საინტერესო ინფორმაცია.

ყველა მონაწილეს გადაეცა  სერტიფიკატი.

Message body empty