სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-მ კონკურსის - „ვწერ თავისუფალ თემას“ დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა

08 ნოემბერი, 2021

6 ნოემბერს, SEU-მ კონკურსის - „ვწერ თავისუფალ თემას“ დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა.

საქართველოს მასშტაბით ჩატარებული წერის კონკურსის გამარჯვებული, პირველი ადგილის მფლობელი, ქალაქ თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ალავიძე გახდა.

  • მარიამს ჩვენგან ლეპტოპი Lenovo V15, და SEU-ში სწავლის სრული დაფინანსების ვაუჩერი, ხოლო მისი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ქალბატონ ლელა სხირტლაძეს 700 ლარი გადაეცა.

საპრიზო მეორე ადგილი დაიკავა სამტრედიის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ  - ლუკა კიკაჩეიშვილმა.

  • ლუკას ჩვენგან  500 ლარი, ხოლო მისი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ეკატერინე შვანგირაძეს 400 ლარი გადაეცა.

მესამე ადგილი დაიკავა ურბნისის საჯარო სკოლის მოსწავლემ - მარიამ ინდუაშვილმა. 

  • მარიამს და მისი ქართულ ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ქალბატონ ნანა ღვალაძეს ჩვენგან 200 -200 ლარი გადაეცათ.

სპეციალური დიპლომებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდა კონკურსის სამი „გამორჩეული“ მონაწილე (IV-VI ადგილი) და ოთხი „წარჩინებული“ მონაწილე (VII-X ადგილი).

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელმა ქ-ნ მაია კობახიძემ, კონკურსის საუკეთესო ათეულის მასწავლებლები სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა. სპმთპ-გან მათ ფულადი ჯილდოები, ხოლო გამარჯვებულ სამეულს პლანშეტური კომპიუტერები გადაეცათ.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდა 12 საუკეთესო მონაწილე, რომელთა ნაშრომებიც გამოქვეყნდება.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტისა და მასწავლებლის სახლის წარმომადგენლები. კონკურსის ორგანიზატორებმა და პარტნიორებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ შეთანხმებას, რომლის მიხედვით კონკურსი “ვწერ თავისუფალ თემას” საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში ყოველწლიურად ჩატარდება.

Message body empty