11 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა ვებინარი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-ს წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა კომპანიის მისია, მიზნები, სამომავლო გეგმები და წარმოდგენილი იქნა დასაქმებისა და სტაჟირებების შესაძლებლობები.
შეხვედრას გაუძღვნენ სპიკერები:
შეხვედრის ბოლოს კომპანია BDO-ს მიერ ჩატარდა ქუიზი, რომლის გამარჯვებულიც გახდა საქართველოს ეროვნული უნივერტსიტეტი SEU-ს ფინანსების პროგრამის სტუდენტი - ეკატერინე ვაშაგაშვილი, რომელსაც ჯილდოს სახით BDO აკადემია დაუფინანსებს ACCA-ის (გლობალურად აღიარებული პროფესიონალი ბუღალტრული აღრიცხვის კვალიფიკაცია) გამოცდის საფასურს.