სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს, BBW უნივერსიტეტეტსა და ბიზნეს ლაბ PUSH -ის წარმომადგენლებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

17 ნოემბერი, 2021

16 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-სა და  ბერლინის, ბრანდებურგის ბიზნეს გაერთიანების (bbw Gruppe) BBW უნივერსიტეტის და  ბიზნეს ლაბ PUSH -ის წარმომადგენლებს შორის, გაიმართა საქმიანი შეხვედრა.

SEU-ს მხრიდან, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ვიცე-რექტორები ანა ფირცხალაშვილი (სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით) და გიორგი ღავთაძე (აკადემიური მიმართულებით), ასევე საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელძვანელი -  მაკა კუჭავა.

Bbw-ს მხრიდან  კი გაერთიანების ხელძღვანელი, SEU-ს პროფესორი - დოქტორი საშა ფლემნითცი, bbw University  რექტორი გებჰარდ ჰაფერ, კანცლერი- ურსულა შვილი, ვიცე - რექტორი უვე კაშკა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ტანია მანსფელდი. აგრეთვე, PUSH - ის ხელმძღვანელები - კრისტიან გროსერი და თომას ცანი.  


შეხვედრის ფარგლებში, შეთანხმება შედგა რამოდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე:

  • მომავალი სემესტრიდან, SEU-ს სტუდენტებს მიეცემათ შესაძლობა, გაცვლითი სიმესტრით გაემგზავრონ BBW უნივერსიტეტში, ხოლო მოპოვებული კრედიტები კი იქნება SEU-ში აღიარებული. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ხელი მოეწერება ხელშეკრულებას.
  • 6 გერმანელი პროფესორი SEU-ში მოწვეული იქნება სასწავლო პროცესში ჩართულობისთვის.
  • მხარეებმა დაიწყეს მუშაობა ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე.
  • Bbwდა SEU მოიზიდავს რესურსებს სტარტაპ/ბიზნეს ლაბის გერმანული მოდელის SEU-ში დანერგვისათვსის.