სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-მ თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

15 დეკემბერი, 2021

14 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. ადგილობრივი თვითმმართველობების თემით დაინტერესებულ მოსწავლეებს, მუნიციპალურ სამართალში ტრენინგი ჩაუტარეს SEU-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა ნატა სუხაშვილმა და მაკა პაპაშვილმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის საკვანძო საკითხებზე ისაუბრა ლექტორმა ნინო ფურცხვანიძემ, ხოლო საკრებულოს საქმიანობის პრაქტიკული გამოცდილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ბატონმა კახაბერ ლაბუჩიძემ გააცნო. მან ასევე ისაუბრა მოქალაქის როლზე თვითმმართველობის განხორციელების პროცესში და ასევე იმ გამოწვევებზე, რაც დღეს ამ მიმართულებით არის.

აღსანიშნავია, რომ 175-ე საჯარო სკოლასა და SEU-ს შორის 2021 წლის 8 ივლისს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც მოიცავს:

  • სასწავლო პროგრამების განხორციელების მხარდაჭერასა და განვითარებას;
  • საგანმანათლებლო სფეროში მხარეებს შორის არსებული გამოცდილების გაზიარებას;
  • მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობასა და სხვა.

მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

Message body empty