სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში 2020 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

22 დეკემბერი, 2021

21 დეკემბერს, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს, კავკასიის უნივერსიტეტის  და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2020 წელს  გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებული პროექტის პრეზენტაცია.

პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში დაცული ტრადიციული მუსიკის უნიკალური საექსპედიციო ჩანაწერების აუდიო და ვიდეოარქივის მასალების გამოცემას.  მომზადდა 2  ორენოვანი გამოცემა:

  • ძებნად დაკარგულისა - IN SEARCH OF LOST THINGS - ვალერიან მაღრაძის საექსპედიციო აუდიოჩანაწერები მესხეთიდან / VALERIAN MAGHRADZE’S EXPEDITION AUDIO RECORDINGS FROM MESKHETI; გამოცემა მომზადდა ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის მიერ ვალერიან მაღრაძის 1960-1980-იანი წლების მესხურ საექსპედიციო მასალას, რომელიც დღემდე გამოუკვლევი და გამოუქვეყნებელი გახლდათ.
  • აუდიოდისკი თანდართული ბუკლეტით „გრიგოლ ჩხიკვაძე - ქართული ტრადიციული მუსიკის საექსპედიციო ფონოჩანაწერები“ / EXPEDITION AUDIO RECORDINGS OF GEORGIAN TRADITIONAL MUSIC – GRIGOL CHKHIKVADZE.

ღონისძიების ფარგლებში, SEU-ს რექტორმა, ბატონმა გია კავთელიშვილმა აუდიტორიას სიტყვით მიმართა:

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ შესაძლებლობისთვის, რომ მხარი დამეჭირა ამ შესანიშნავი პროექტისთვის. თითოეულ ჩვენთაგანს გაცნობიერებული გვაქვს ქართული ტრადიციული მუსიკის უნიკალური ჩანაწერების შეუცვლელი ისტორიული, სამეცნიერო და მხატვრული ღირებულება. აუდიოჩანაწერი უნიკალური საშუალებაა მსმენელისათვის გაიცნოს და ეზიაროს ქართულ ტრადიციულ სამუსიკო კულტურას“.

პრეზენტაციის შემდეგ ჩატარდა ქართული ფოკლორული მუსიკის მცირე კონცერტი.

Message body empty